მთავარი » 2010 » თებერვალი » 7 » ქალი, რომელიც გიყვარს
0:04 AM
ქალი, რომელიც გიყვარს


ბევრი იმედი გაწბილდება,
  ბევრი ოცნება გაცივდება...
მაგრამ არასდროს არ გცილდება   -
  ქალი, რომელიც გიყვარს.
  ხანდახან ყოფნა გაძნელდება,
და სიმარტოვე გაგრძელდება...
მაგრამ არასდროს არ გბეზრდება -
  ქალი, რომელიც გიყვარს.
 
  წლებმა იციან გამეტება,
სულს ბინდისფერი დაედება...
  მაგრამ არასდროს არ ბერდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.
 
  თურმე სიცოცხლე ხანმოკლეა,
მალე ბალახი მოგედება...
მაგრამ არასდროს არ მოკვდება -
  ქალი, რომელიც გიყვარს.
 
ნოდარ ჯალაღონია

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 469 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]