მთავარი » 2010 » მარტი » 4 » ქალი კი არა ,შენ ფიქრი ხარ ქალად ქცეული,
5:36 PM
ქალი კი არა ,შენ ფიქრი ხარ ქალად ქცეული,
ქალი კი არა ,შენ ფიქრი ხარ
ქალად ქცეული,
ხარ მოგონება ოკეანედ
გადაქცეული,
ქალი კი არა, ამ ცხოვრების
შენა ხარ ხატი,
სიქსტის მადონა,სიმფონია
ქალად ნახატი.
ქალი? კი არა სტიქია ხარ
ამოხეთქილი,
ოხ, ეს ტუჩები ჩემი ვნებით
გადაფეთქილი
ქალი კი არა, ცდუნება ხარ
შიშვლად ნაფერი,
და შენი ტანი,ეს სხეული
ჩემგან ნაფერი.
ქალი კი არა,მუსიკა ხარ
ამღერებული,
ყელი ბროლივით,ოსტატურად
მოღერებული,
ქალი კი არა,ქალღმერთი ხარ
ჩემთვის შექმნილხარ,
და მიანც ბოლოს მინდა გითხრა,რომ შენ
ქალი ხარ..

                               
მიმაგრება:
კატეგორია: ქალი | ნანახია: 2015 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]