მთავარი » 2011 » ივლისი » 18 » ქალი იყო და მერე რა ქალი...
0:18 AM
ქალი იყო და მერე რა ქალი...


ქალი იყო და მერე რა ქალი...

რა მიხვრა-მოხვრა,
რა გაღიმება,
რა თვალები და ანდა რა ტანი?!
ერთმანეთს გავდა ყველა ნაბიჯი
გამვლელებს ღიმი უკრთოდათ ტუჩთან...
ის მიდიოდა ნელა და ნაზად
ფეხთქვეშ ფარდაგად ეფინა ქუჩა...
მოვარდნილ სიოს ეჭირა თმები
სურნელს აცლიდა ფაფუკ ხორციდან...
ის მიდიოდა ქუჩაში მარტო
და ფილაქანი მის ტერფს კოცნიდა...
მზე ჩავარდნოდა ორივე თვალში
და წამწამები საბნად ეფინა...
მე ვუყურებდი ამ სილამაზეს
სურვილს ვყლაპავდი,რომ არ მეყვირა
ევა ხარ ევა ...მაცდური სქესით
ვნებას მოუწყვე განავარდება...
იცი კი მაინც? მაგ სილამაზით
რამდენი მტკარში გადავარდება?
რამდენი ოჯახს დაანგრევს ნაშენს...
შენგან დაჭრილი სხვას ფენს იარებს...
ლამაზი ხარ და შე დალოცვილო
თვალს ნუ მაფეთებ,
ჩუმად იარე...
ის კი დაგროვილს ღიმილით მტრობდა
გრძნობდა მოკვნეტილ ტუჩიდან გემოს
სისხლის,რომელსაც პასუხსაც სცემდა
"რა ვქნა ძვირფასო ქალი ვარ მეო?!"

                               
მიმაგრება:
კატეგორია: ქალი | ნანახია: 2970 | დაამატა: 27_MoPaRuLi_KoCnA | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]