მთავარი » 2011 » ივლისი » 5 » კლეოპატრა ვარ, მზე-დედოფალი, (მინაწერი კლეოპატრას სარკოფაგზე)
11:23 PM
კლეოპატრა ვარ, მზე-დედოფალი, (მინაწერი კლეოპატრას სარკოფაგზე)



კლეოპატრა ვარ, მზე-დედოფალი,
დღემდე სიკვდილის ჩადრი მებურა.
მიხმე და მოველ, შენი გულისთქმა
ჩემდამი ვნებით გახელებულა.
სარკოფაგები ამოვანგრიე,
გულზე რომ მძიმე ლოდად მეხურა,
ფერფლიდან აღვსდექ, შენი სხეულის
ცხელი სურნელი ცვარად მესხურა.
სად გაიფანტნენ საუკუნენი?
სიყვარულს ეს რა ძალა ჰქონია!
დასაბამიდან, უფლის განგებით,
ერთად მოვდივართ, ასე მგონია.
ალბათ იმიტომ შეგქმნა უფალმა
ესოდენ ტურფად ნაქანდაკარო,
რომ მხოლოდ შენი ტრფობით დახანძრულს
სულ სხვანაირი მეგრძნო სამყარო.
ო, როგორ მინდა გულში გიკრავდე
გიჟური ვნებით და გახელებით.
შენი მკერდები ჩემს ბროლის მტევნებს
თელავდნენ როგორც ურა ცხენები
ტანს მილანძავდნენ მაგ ნესტოთაგან
გამოფრქვეული ცეცხლის ენები
და ჩემს სახეულზე თრთოდნენ მთელ ღამეს
ცეცხლივით მწველი შენი ხელები.
ვიცი, ალერსის გრიგალს გავყვებით,
ვით უძირო ზღვას ვნების გემები.
ტრფობის ქარაფზე გადაგვჩეხავენ
სისხლში მბორგავი შმაგი გენები!

                               
მიმაგრება:
კატეგორია: ეროტიკული პოეზია | ნანახია: 2379 | დაამატა: 27_MoPaRuLi_KoCnA | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]