მთავარი » 2010 » მარტი » 20 » კივილი, გრძნობა პროტესტის, ვკვდები, მინდები...
11:02 PM
კივილი, გრძნობა პროტესტის, ვკვდები, მინდები...
 
მე ამ ყველაფერს ერთადა ვგრძნობ, მგონი ვგიჟდები, 
თუ კი მომისმენ, დაფიქრდები, ალბათ მიხვდები, 
როგორც არასდროს, ეხლა ისე ძლიერ მჭირდები. 
მინდა, ხო მინდა, ეს მე მინდა, რომ კვლავ იცოცხლო, 
არც კი გაბედო ასი წელი კიდევ სიკვდილი, 
არ გამიმეტო, არ გამწირო, გთხოვ არ წახვიდე, 
გთხოვ, რომ მოიგო სიცოცხლისთვის ბოლო ჭიდილი. 
ჯერ ის ქორფაა, უსუსური, წმინდა, პატარა, 
სათუთი, თბილი და უმანკო ვით ზეციური, 
აცადე ტრფობას, სილამაზეს და სისპეტაკეს, 
აცადე გახდეს ანგელოზი ამ ქვეყნიური.

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1164 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]