მთავარი » 2010 » მარტი » 19 » კაცებო, ქალებს გაუფრთხილდით
8:28 PM
კაცებო, ქალებს გაუფრთხილდით
კაცებო, ქალებს გაუფრთხილდით 
გული ფიანდაზად გაუშალეთ, 
შუბლზე გაჩენილი ნაოჭები 
ნაზი მოფერებით წაუშალეთ. 
ქალებს შვლის ნუკრივით გაუფრთხილდით, 
მადლი ხელის გულზე მოუყარეთ, 
ქალებს დაულოცეთ ქალობა და 
ბაღის ყვავილივით მოუარეთ 
თორემ სხვა ძალაა ქალის ძალა 
ქალი ათასგვარად გადაგაქცევს 
ქალი აგატირებს, ქალი დაგაჩოქებს 
წამოგაყენებს და ისევ კაცად გაქცევს. 
ხოდა, ამ საუნჯეს გაუფრთხილდით 
გული ფიანდაზად გაუშალეთ, 
შუბლზე გაჩენილი ნაოჭები 
ნაზი მოფერებით წაუშალეთ


                               
მიმაგრება:
კატეგორია: ქალი | ნანახია: 3378 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
0  
2 ana   (2012-11-08 11:48 AM) [Entry]
vgijdebi am leqsze

0  
1 Auth   (2012-08-03 10:13 AM) [Entry]
So true. Hoesnty and everything recognized.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]