მთავარი » 2011 » ივნისი » 27 » კაფეში
11:18 PM
კაფეში


ყალბია ღიმილი ,

ზის ტუჩის კუთხეში,

კაფეში კვამლია,

ჭიქები ხმაურობს.......

ყველაფერს ველოდი,

მე ამ ცხოვრებაში,

მაგრამ აქ შენს ნახვას,

არასდროს.....  არასდროს......

..          ..             ..   

ყალბი ხარ , ცხოვრებავ!....

შენს ჩამქრალ თვალებში

ვერაფერს ვკითხულობ ......

მე  ახლა, ყველაფერს,

ყველაფერს დავთმობდი!...

ოღონდ აქ , ამ წუთას,

ჩემს გვერდით რომ იყო....

..              ..             ..

.....ყალბია   ღიმილი ,

ზის ტუჩის კუთხეში,

კაფეში კვამლია,

ჭიქები ხმაურობს,

მე ისევ მიყვარხარ,

მე არ დამავიწყდი,

არა....

მე არ ვხუმრობ......

26.06.2011.  სერგეი ნეველი


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1739 | დაამატა: 27_MoPaRuLi_KoCnA | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 1
0  
1 სერგეი   (2012-01-10 3:51 PM) [Entry]
:) :) :) :) :) :) :)

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]