მთავარი » 2010 » თებერვალი » 6 » იწვის წიგნები და ბარათები
11:49 PM
იწვის წიგნები და ბარათები
იწვის წიგნები და ბარათები,
ღაწვზე   - თხიერი ...
მიტოვებულიც, ნაღალატევიც,
ხარ   მშვენიერი!
იყუჩე! გაცვლა კაცისგან სხვაზე -
(ადვილად ითქმის!)
ბევრს ვერას იტყვის მშვენიერ ქალზე,
ვერაფერს თითქმის!
იყავი შენში დარწმუნებული:
თვალზე თხიერით,
გამგუნებულიც, დაწუნებულიც,
ხარ - მშვენიერი!
ის არ წასულა თავისი ნებით,
არც ჰაიჰარად, -
თავს დაეღვარა ალერსით, ვნებით -
ზღვამ წაიყვანა.
მეც ... ზღვა მომესმის გამძვინვებული -
ზღვა შენმიერი ...
სხვაზე გაცვლილიც, დამცირებულიც,
ხარ - მშვენიერი!

    მურმან ლებანიძე

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1123 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]