მთავარი » 2010 » იანვარი » 2 » ისევ ის მახსოვხარ...
6:11 PM
ისევ ის მახსოვხარ...



ისევ
ის მახსოვხარ, მართალია დრომ შენი ნაკვთები გააქარწლა, მაგრამ ჩემი გული
ისევ შეიგრძნობს მათ. . . ამდენი დრო გავიდა და მე მაინც შენთან ვარ,
შენთან... ვერ გაურბივარ შენზე მოგონებებს და ამ განცდით დავეხეტები ამ
ცოდვილ მიწაზე. . . ალბათ დაგაინტერესებს მე როგორი გავხდი? დრომ, ასაკმა
თავისი გაიტანა და მეც შევიცვალე... მაგრამ არაფერს მოგწერ. . . თუ ჯერ
კიდევ გახსოვარ, მინდა რომ ისევ ისეთი ვიყო შენს მოგონებებში, მუდამ
მხიარული, სიცოცხლით სავსე და შენზე შეყვარებული. . . ჩემს ირგვლივ
სიცოცხლე ჩქეფს, საოცარ სიმსუბუქეს შევიგრძნობ, თითქოს ნიაღვარმა გამიტაცა
და მარადისობისაკენ მიმაქანებს.


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ჩანახატები | ნანახია: 1564 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]