მთავარი » 2010 » მარტი » 19 » ისევ გაწვიმდა გამთენიისას
2:11 PM
ისევ გაწვიმდა გამთენიისას
ისევ გაწვიმდა გამთენიისას,
ცრის ციდან ლურჯი წვიმის წვეთები,
საუცხოოა აქ სურნელება
მაშინ, როდესაც ბეღურებს ელი.
არ წყდება წვიმა, უფრო უმატებს,
იმნაირად, რომ ცა ჩამოიქცეს
თუმც თქეში არის, მაგრამ არ გცივა
და ხვდები მალე - გაიმაისებს!
აქ სუნთქვა უფრო ადვილი არის,
როცა სარკმლიდან შენ მეგებები
ლოიალური იერი გმოსავს
თუმც ერთმანეთს არ შევეფერებით.
და ვხვდები უკვე არის გვიანი
ეს სიყვარულიც ოცნება გახდა
ვიღაც პოეტი სარკმელთან გიცდი
და მაინც, მაინც იწევა ფარდა...

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1074 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]