მთავარი » 2011 » ივნისი » 27 » ირაკლი ჩარკვიანის ლექსები
1:56 PM
ირაკლი ჩარკვიანის ლექსები


ისევ წვიმს, ისევ თოვს,
ჩვენ გრძნობებს არ ინდობს,
მიგვატოვა სადღაც შორს…
მე შენ გიძღვნი ამ სიმღერას
რა გაქვს ჩემს სიყვარულზე მეტი?
შენ ზღვას გავხარ, დამშვიდებულს
და მაინც – მე შენს ტალღებში ვკვდები…
მე სულს მოგცემ ამ სიმღერით,
რა გაქვს ჩემს სიყვარულზე მეტი?
შენ ზღვას გავხარ, დამშვიდებულს,
და მაინც – იძირება გემი…
მე შენ გიძღვნი ამ სიმღერას,
რა გაქვს ჩემს სიყვარულზე მეტი?
შენ ზღვას გავხარ, დამშვიდებულს
და მაინც – მე შენს ტალღებში ვკვდები…
მე სულს მოგცემ ამ სიმღერით,
რა გახსოვს ჩემ სიყვარულზე მეტი?
ენ ზღვას გავხარ, დამშვიდებულს,
და მაინც – იძირება გემი…
ისევ წვიმს, ისევ თოვს
ისევ წლები მიაქვს დროს,
ჩვენ გრძნობებს არ ინდობს,
მიგვატოვა სადღაც შორს…
მე შენ გიძღვნი ამ სიმღერას
რა გაქვს ჩემ სიყვარულზე მეტი
შენ ზღვას გავხარ, დამშვიდებულს,
და მაინც – მე შენს ტალღებში ვკვდები…
მე სულს მოგცემ, ამ სიმღერით…
რა გაქვს ჩემ სიყვარულზე მეტი?
შენ ზღვას გავხარ, დამშვიდებულს,
და მაინც – იძირება გემი…




* * *
ისეთი სახლი მინდა გაჩუქო,
შენ რომ იცხოვრებ,
ისეთი სიტყვა მინდა დავწერო,
შენ რომ გაიგებ,
ისეთი შუქი მინდა აგინთო,
შენ რომ გაგათბოს,
ისეთი წყალი მინდა გწყუროდეს,
მე რომ მოგიტან,
შენ იცხოვრე ჩემთან,
მე მოგიტან წყალს.




* * *
დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს
დღე ისე წაიღებს დარდს
ჩვენ ალბათ ნოტებზე დავრჩებით
სხვებს არ მოვაბეზრებთ თავს.....




* * *
..მოდი წავიდეთ, მოდი წავიდეთ,
მე გიტარაზე დაკვრას დავიწყებ,
ეს სიყვარული არც იქ ყოფილა ძნელი.
მოდი წავიდეთ, ჩქარა წავიდეთ,
სიმღერებს მაინც იქაც წავიგებთ,
ამათ შემყურე არსად დამტოვებს ღმერთი.
ამ ხალხს ვერაფერს გავაგებინებ,
ძვლებს თუ მიწაში ჩავაყრევინებ,
ისეთს უსმენენ რაღას იმღერებს მეფე.
მე ვიცი რა გველის
და ვხედავ შენ ლექსებს ისევ წერ,
ჩვენ ერთმანეთს ვუსმენთ
და ვიცით ჩვენ სხვებიც გვისმენენ.
შენ იცი რა გველის
შენ ხედავ მე





* * *
შავი ფერი შევიფერე, მოვიარე მთა-მთა,
ყაყაჩოთი ამოვავსე ჩემი ძველი ჩანთა,
მოვადუღე, გავიკეთე შემეცვალა ფერი,
სიგარეტი ვერ ვიშოვე ვეღარც-ერთი ღერი.
იმედი მაქვს გაზაფხული კიდევ ერთხელ მოვა,
დავიღალე, ვერ ვიძინებ, აღარ მინდა გლოვა,
აღარ მჯერა გამარჯვების, ვერ ვიწამე ბუდა,
ცა ქალამნად დავიხურე, დედამიწა ქუდად…
დავინახე შენი სახე, მომერია სევდა,
სიყვარულის მთვრალი მახე წელზე ხელებს მხვევდა,
მოვერიდე, გავიქეცი, შველა ვთხოვე ალაჰს,
მოსახვევში წავიქეცი, მოვეჭიდე ბალახს.
მოვუკიდე,





* * *
მოდი ჩემთან.
შენ ერთად ფიქრობ, შენ ამ სითბოს გრძნობ.
მოდი მალე, მოდი მალე
მოდი ჩემთან, მოდი ჩემთან.
მე არ ვიცოდი რა მეთქვა, გრძნობები როგორ გამეთვა
შენ რას იტყოდი, რას იტყოდი.
შენგან არაფერს ვითხოვდი, მე მხოლოდ შენზე ვფიქრობდი
მხოლოდ ვფიქრობდი, სიმღერა არ მანებებდა თავს.
შენ ერთად ფიქრობ, შენ ამ სითბოს გრძნობ.
მოდი მალე, მოდი მალე
..მოდი ჩემთან, მოდი ჩემთან…





* * *
ვიცი რომ გახსოვს კვლავ ჩვენი დრო ჩემი ხმა
ფიქრებში ყოველთვის შენთან ვარ, შენი ვარ.
ისევ ისე გარბის დრო არ გვანებებს თავს
გაუმაძღარ სიყვარულს ეს ცხოვრება გავს,
ვიცი ისევ დავთვრები გაგიწყალებ გულს
ამ სიმღერას გავყიდი დაგახარჯავ ფულს.
ვიცი რომ გიყვარს კვლავ ლექსები ჩემი ხმა
და მეც აქ ყოველთვის შენთან ვარ, შენი ვარ.
სიტყვები ხანდახან სათქმელს ვერ ამბობენ
სულ წავალ შენს გვერდით




* * *
ომარას ჰყავდა პატარა ძაღლი,
აჭმევდა კალბასს სირბილით დაღლილს
ძაღლს ჰქონდა თვალები სულ ცრემლით სავსე
და მთელი ქალაქი ამბობდა ასე:
ომარას ძაღლი ომარას არ გავს,
ის ძილის წინ მაინც მიირთმევს ნაგავს,
აიღებს ომარა ჟანგიან ნაგანს
და მოკლავს იმ ფინიას, რომელიც არ გავს.
მე ჩემო დედა, კარგად მესმის შენი
და ვიცი როგორ შეიცვალა დრო,
დღეს დაიხურა სიყვარულის სკოლა
და დაკლეს ჩვენი ერთად ყოფნის ხბო.
მე




* * *
ისევ დაბრუნდება ჩვენი გაზაფხული,
ისევ გამოჩნდება გზა;
ისევ გაანათებს სითბო არნახული,
ისევ გალურჯდება ზღვა.
სანამ მე ვცოცხლობ,
სანამ მე ვსუნთქავ,
სანამ მე ვგრძნობ.
სანამ მე მიყვარს,
სანამ მე მახსოვს,
სანამ მე გცნობ.
მე მინდა შენი კოცნა,
ერთი კოცნა… x2
სანამ მე ვცოცხლობ,
სანამ მე ვსუნთქავ,
სანამ მე ვგრძნობ.
სანამ მე მიყვარს,
სანამ მე მახსოვს,
სანამ მე გცნობ.
..მე მინდა შენი კოცნა,
ერთი კოცნა…
ისევ დაბრუნდება ჩვენი გაზაფხული,
ისევ გამოჩნდება გზა;
ისევ გაანათებს სითბო





* * *
გაივლის დრო და წაიღებს ტკივილს

სიტყვები დაადნობს თოვლს

დავბრუნდები ისევ, ყვავილებით ხელში

დავივიწყებ წაგებულ დროს

მოვალ შენთან ალბათ დღეს,

მოვალ შენთან ალბათ დღეს.

გაივლის დრო და წაიღებს ტკივილს

სიტყვები დაადნობს თოვლს,

დავბრუნდები ისევ,

ყვავილებით ხელში

დავივიწყებ წაგებულ დროს

მოხვალ ჩენთან ალბათ დღეს

შენ მოხვალ ჩემთან ალბათ დღეს

ნანანანა

მოვალ შენთან ალბათ დღეს,

მე მოვალ შენთან ალბათ დღეს.

ვარდებით ხელში.


* * *


ასე რატომ მიყურებ, ასე რატო მიყურებ.

სიმღერას რატო მიწუნებ, ლექსებს რატო მიწუნებ.

იშოვო ზანგო, მომეცი მანგო

იშოვო ზანგო, რათგინდა მანგო

იშოვო ზანგო, მომეცი მანგო

ასე რატომ მიყურებ, ასე რატო მიყურებ.

სიმღერას რატო მიწუნებ, ლექსებს რატო მიწუნებ.

იყიდო ზანგო, მომეცი მანგო

იყიდო ზანგო, მომეცი მანგო

იშოვო ზანგო, მომეცი მანგო

მანგო ჩემია, გემრიელია

მანგო ჩემია.

ასე რატომ მიყურებ, ასე რატო მიყურებ.

სიმღერას რატო მიწუნებ, ლექსებს რატო მიწუნებ.

იშოვო


* * *


მოვიდა დრო,რომ კიდევ ერთხელ მოერიო თავს,

მე გაძლევ ფიცს,რომ სიყვარული კინოს აღარ გავს.

იცი, ყოველთვის და ყველგან ვატარებდი ცდებს,

მე მოგცემ ძალას მოერიო დაჟანგებულ ფრთებს.

ხომ ხედავ შენი გაბზარული გული ჩემით ცემს,

შენ იცი სიყვარული,აზრი აღარააქვთ წლებს.

მითხარი რომ ეს განცდა ანარქიას აღარ გავს,

მე აღარ წავალ ისევ მოგაბეზრებ თავს.

მე ძველ ფოტოებს ჩემი ქურის ცეცხლზე ვწვავ,

მე შენი მთების გარდა


* * *


შორს, ისევ ისე შორს,

დაუვიწყარ დროს,

დაუბრუნდეთ ნეტავ.

თოვს, ისე ჩუმად თოვს,

სიყვარულზე შორს,

მიაქვს წლებს ეს სევდა.

და რა რა რა რა…

გთხოვ კიდევ ერთხელ გამიშალე კარტი,

და გამაგონე შენი ნაზი ხმა,

მე მომწონს შენი ჩუმი ლაპარაკი

და ის რომ წითლად შეიღებე თმა.

გრძელდება ჩვენი ძველი სკამზე ჯდომა,

და ვიცი დღესაც კვლავ გამიღებ კარს.

მე მივხვდი რომ ვართ კულტურული ტომი,

რომელიც ისევ გადაირჩენს თავს.

მე მჯერა


* * *


ვიცი ისეც უსწრებ დროს,

მოხვედი, მ აგრამ მე ვერ გხედავ,

ამ სიმღერით თუ გაგათბობ,

შენ კი კვლავ დამავიწყებ სევდას,

შენ აქ ხარ, შენ აქ ხარ,

შენ აქ ხარ, ჩემთან.

ეს ხალხი ძველ სიმღერებს მთხოვს,

მე კი მუდამ ვმღერი ახალს,

მე მხოლოდ შენ სიყვარულს ვგრძნობ,

ყველაზე ღვთაებრივს და მართალს.

შენ აქ ხარ, შენ აქ ხარ,

შენ აქ ხარ, შენ აქ ხარ ჩემთან,

შენ აქ


* * *


ნუ უსმენ ხალხს, რომ თითქოს ჩქარა გადის დრო

რომ მშვიდად ყოფნას შენსას აღარავინ მტრობს

ხომ გრძნობ ამ ფიქრს კართან ჩუმად რომ გიცდის

შენ კი კვლავ გწამს რომ სიმღერა დაგიცავს

შენ ხედავ სიზმრებს, ისევ

და სიყვარულის გწამს

მე მინდა შენთან ისევ…

და უშენობა მკლავს

ნუ უსმენ ხალხს, რომ თითქოს ჩქარა გადის დრო

რომ მშვიდად ყოფნას შენსას აღარავინ მტრობს

ხომ გრძნობ ამ


* * *


ისევ წვიმს, ისევ თოვს, ისევ სევდა მიაქვს დროს

ჩვენს გრძნობას არ ინდობს, მიგვატოვა სადღაც შორს

მე სულს მოგცემ ამ სიმღერით, რა გაქვს ჩემ სიყვარულზე მეტი

შენ ზღვას გავხარ, დამშვიდებულს და მაინც

მე შენს ტალღებში ვკვდები, მე შენ გიძღვნი ამ სიმღერას

რა გაქვს ჩემ სიყვარულზე მეტი

შენ ზღვას გავხარ დამშვიდებულს და მაინც, იძირება გემი

სულს მოგცემ ამ სიმღერით რა გაქვს


* * *


მოდი ჩემთან შენი გრძელი ქუჩით,

მოდი ჩემთან შენი გრძელი გზით

მოდი ჩემთან სანამ ღრუბელს ბოლო უჩანს

და ოცნება გამინათე მზით.

ისტორიას დარჩება ჩვენი შეხება,

ისტორიას დარჩება ჩვენი ხმა

ისტორიას დარჩება ის რაც ვიპოვეთ ჩვენ-მე

და შეენ, მე და შენ

მოდი ჩემთან სანამ მოვა თოვლი,

მოდი ჩემთან სანამ მოვა სხვა.

მოდი ჩემთან სანამ მზეზე ჩამოწვება სევდა

და ნაპირებს მიატოვებს ზღვა.

ისტორიას დარჩება ჩვენი შეხება,

ისტორიას დარჩება


* * *



მინდა ისევ შენთან ვიყო, ისევ შენი ღიმილი მკლავს,

უშენობა არ მასვენებს, ვიცი უნდა ვუშველო თავს,

ვეღარსად ვერ გაგექცევი, ომი შენთან ლაპარაკს გავს,

ალბათ ისევ დავბრუნდები, წამოვყვები ქაღალდის ნავს.

მე გადმოვცურავ ზღვას, ნუ დაუჯერებ სხვას, რომ მე არ მოვალ,

- მე შენთან მოვალ, დავბრუნდები X2

ყველაფერი შეიცვალა, სიყვარული სევდაში თვლემს,

აღარავინ აღარ გელის, აღარავინ იხსენებს ძველს,

მე გადმოვცურავ ზღვას,


* * *


ისეთი სიტყვა მინდა დავწერო,

შენ რომ გაიგებ,

ისეთი სახლი მინდა გაჩუქო,

შენ რომ იცხოვრებ,

ისეთი შუქი მინდა აგინთო,

შენ რომ გაგათბოს,

ისეთი წყალი მინდა გწყუროდეს,

მე რომ მოგიტან,

მოგიტან წყალს, მოგიტან წყალს

შენ იცხოვრე ჩემთან,

მე მოგიტან წყალს.

ისეთი შუქი მინდა აგინთო,

შენ რომ გაგათბოს,

შენ იცხოვრე ჩემთან,

მე მოგიტან წყალს (x2)

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 4529 | დაამატა: 27_MoPaRuLi_KoCnA | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]