მთავარი » 2010 » მარტი » 29 » იყო და არა იყო რა...
1:00 AM
იყო და არა იყო რა...
იყო და არა იყო რა, იყო ერთი ჩიტი ძლიერი ფრთებითა და მოელვარე, ჭრელი ბუმბულით. არსება, რომელიც დაბადებული იყო ცაში ნავარდისთვის. ერთხელ ქალმა დაინახა და შეუყვარდა ის. გული გამალებით უცემდა, როცა ფრენას ადევნებდა თვალს. ჩიტმა ქალს უხმო და ისინი შეთანხმებულად გაიჭრნენ ცის ლაჟვარდში. ქალს ერთხელ გაუელვა, ჩიტი ოდესმე აუცილებლად მოინდომებს შორეთში, შეუცნობი მთებისკენ გაფრენას. შეშინდა, რომ სხვა ჩიტთან ვეღარ იგემებდა ასეთ სიამეს. მას შეშურდა. შეშურდა ბუნებისგან ბოძებული ფრენის ნიჭისა. დაკიდევ, მარტოობის შეეშინდა...
და მოიფიქრა, მოდი, კაკანათს დავუგებ მეორედ რომ მოფრინდება. ჩიტსაც უყვარდა ქალი და მეორე დღეს მოფრინდა, მაგრამ კაკანათში გაება. ქალი მთელი დღეების განმავლობაში ტკბებოდა მისი ცქერით, მაგრამ ქალის სულში უცნაური რამ ხდებოდა: რაც ჩიტი ხელში ჩაიგდო, მის მიმართ ინტერესი ნელ-ნელა დაკარგა. ჩიტი კი, მას მერე რაც აღარ დაფრინავდა, გახუნდა, პეწი დაკარგა, დაუშნოვდა. ერთ მშვენიერ დღეს ჩიტი მოკვდა. ქალი დაღონდა. მხოლოდ მასზე ფიქრობდა, დღედაღამ აგონდებოდა, ოღონდ არა გალიაში გამომწყვდეული. არამედ ღრუბლებში მონავარდე. ამ ქალს თავის სულში რომ ჩაეხედა, მიხვდებოდა, რომ ჩიტის სილამაზემ კი არ მოხიბლა, არამედ მისმა თავისუფლებამ და გაშლილი ფრთების სიძლიერემ


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ჩანახატები | ნანახია: 1247 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]