მთავარი » 2010 » იანვარი » 5 » ˙·٠•●๑۩۞۩๑იმედგაცრუება๑۩۞۩๑●•٠·˙
8:29 PM
˙·٠•●๑۩۞۩๑იმედგაცრუება๑۩۞۩๑●•٠·˙

ამბობენ სიყვარული ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ ეწვევაო და ასეც მოხდა ჩემ ცხოვრებაში... ვგრძნობდი რომ ვკარგავდი ადამიანს, რომელიც ცხოვრებაზე მეტად მიყვარდა.. ვგრძნობდი რომ ეს გრძნობა მასში ქრებოდა და ვერ ვგებულობდი ეს რაზე ხდებოდა. მიზეზს ყოველთვის ჩემში ვეძებდი, მაგრამ ამაოდ ვერაფერს ვხვდებოდი, რადგან ყველაფერს ვაკეთებდი ამ ადამიანისთვის რაც შემეძლო. სამწუხაროდ ის ამას ვერ ხედავდა ან არ უნდოდა დაენახა. სიმართლე გითხრათ არც ეხლა ვიცი რამ შეცვალა ადამიანი რომელსაც ერთ დროს მაგრად ვუყვარდი. ხო ვიცი რომ ვუყვარდი, იმიტომ რომ მისგან ისეთ სითბოს და უზომო სიყვარულს ვგრძნობდი რომლის ახსნა არა თუ წერით არამედ სიტყვიერადაც გამიჭირდებოდა. გადიოდა წამები, წუთები, საათები, დღეები და კვლავ გრძელდებოდა სასიყვარულო ისტორია. ისევ ვხვდებოდით და თითქოს ყველაფერი ძველებურად იყო მაგრამ ამ შეხვედრებში აღარ იგრძნობოდა ის დიდი სიყვარული რომელსაც ერთ დროს ვერ ვმალავდით ერთმანეთისგან. სიყვარული მოვალეობად იქცა რისიც ძლიერ მეშინოდა, მაგრამ ამას არასდროს ვიმჩნევდი რადგან ანისთან გატარებულ ერთ წუთსაც დიდი მნიშვნელობა ქონდა ჩემთვის. მე ისევ ისეთი მხიარული ვიყავი, როგორც აქამდე. არასდროს ვაგრძნობინებდი ანის რამე თუ მაწუხებდა. მას ყოველთვის უდარდელი ადამიანი ვეგონე მიუხედავად იმისა რომ ჩემს გულს დიდი ბზარი გაჩენოდა.
ერთ დღესაც სახში საღამოს დაღლილი მივედი. როგორც ყოველთვის ჩავრთე მუსიკა, ჩამოვჯექი და დავიწყე ფიქრი. გადავწყვიტე გამებედა, ანისთვის ყველაფერი მეთქვა და საბოლოოდ გამერკვია ჩვენი ურთიერთობა, მაგრამ ვიცოდი ამ ყველაფრის თქმას ვერ შევძლებდი ანისთვის. არ ვიცი რაზე, მაგრამ მასთან რომ ვიყავი ვერაფერზე ვფიქრობდი ძალა მერთმეოდა მის ამღვრეულ თვალებს რომ ვუყურებდი, მხოლოდ ერთზე ვფიქრობდი მხოლოდ იმაზე თუ როგორ ძლიერ მიყვარდა და როგორ მინდოდა იგი მთელი ცხოვრება ჩემს გვერდით ყოფილიყო..... ავიღე კალამი და დავწერე წერილი, რადგან ვიცოდი რომ ამ ყველაფრის თქმას ვერასდროს შევძლებდი.....
* * *
არც კი ვიცი როგორ დავიწყო. ალბათ პირველი იმას გეტყვი რომ ძალიან მაგრად მიყვარხარ იმაზე მეტადაც კი ვიდრე გოგოს შეყვარება შეიძლება შენთან გატარებულ ერთ წამსაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის!!! არ ვიცი რაზე მაგრამ ამ ყველაფერს ვწერ და პირადად ვერ გაუბნები ალბათ იმიტომ ჩემს გვერდით რომ ხარ ან შენი ხმა რომ მესმის ვიბნევი. ძალიან მაგრად მინდა და იმედია ყოველთვის მენდომება მთელი ჩემი ცხოვრება შენთან გავატარო, მაგრამ ვიცი რომ ვერ შევძლებ იმ ადამიანთან ცხოვრებას რომელსაც ჩემ მიმართ სითბოს გამოხატვა ენანება და ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი როცა ბოლო შეხვედრისას გესაუბრე იმაზე რომ არ მსურს შენი დაკარგვა და მინდოდა შენთან უფრო თბილი ურთიერთობა მქონოდა!!! გამომშვიდობებისას ერთი უბრალო სიტყვა "მიყვარხარ" ვერ გაიმეტე შენ ჩემთვის. სიტყვა რომელიც ძალიან დიდ სტიმულს მომცემდა ცხოვრებაში მაგრამ ალბათ მე არ ვარ შენი სიყვარულის გირსი, ალბათ საკმარისად ვერ დაგარწმუნე ჩემ სიყვარულში. ცხოვრება არაა ისეთი იოლი როგორც ბევრს ჰგონია ცხოვრება ერთი დიდი ლაბირინთია რომელშიც ან გაიკვლევ გზას ან სადმე ჩაიძირები !!! იმაზე მეტი ტკივილი მაქვს ნანახი ამ სიყვარულისგან რომ ამდენი შეიძლება ცხოვრების მანძილზე არ გამოცადოს ადამიანმა... ეს ყველაფერი შენც იცი თუ როგორ არ მინდოდა და როგორ მეშინოდა იმედგაცრუების. მაგრამ შენ ადამიანი რომელიც მე ყველაზე მეტად მიყვარს იმაზე უფრო დიდ ტკივილს მაყენებ ვიდრე ეს როდისმე მქონია. აგარც ვიცი რა გითხრა ერთს გეტყვი მხოლოდ არ მინდა რომ დაგკარგო!!! არ ვიცი რაზე და რამ გააბოროტა ადამიანი .. ერთში კი ვარ დარწმუნებული რომ გული იმდენად გამიტყდა ცხოვრებისგან რომ ვერავინ ვერ შეძლებს ამ ჭრილობის გამთელებას და ჩემი ნდობის მოპოვებას !!! შენ კიდე იმედია როდისმე მიხვდები რას კარგავ ჩემი სახით. დამიჯერე ვერავინ შეძლებს შენ ისე შეყვარებას როგორც მე მიყვარხარ მაგრამ ამ სიყვარულში მხოლოდ და მხოლოდ ტკივილია !!! ალბათ გაგიჩნდა კითხვა რაზე ტკივილი? იმიტომ რომ აზრი არ აქვს ისეთ სიყვარულს რომელიც მხლოდ ფორმალობა და მოვალეობის შესრულებაა !!! აღარ ვიცი როგორ გამოვხატო შენდამი სითბო და შენ რატომღაც ვიგაცისთვის ინახავ მაგ გულში დაგროვილ სითბოს და იმედია მალე იპოვი იმ ადამიანს ვისთვისაც შეძლებ მაგ სიყვარულის გაზიარებას ....... ძალიან ცოტას დავუცდი კიდევ იმ სითბოს რომელიც შენგან მინდა რომ მივიღო და თუ ვერ შევძელი მაგის დანახვა ეჭვი არ შეგეპაროს რომ ერთ ლამაზ მაგრამ დაწყევლილ დღეს ჩვენი სიყვარული უსასრულო ჭაობში ჩაიძირება. ასე რომ კარგად დაფიქრდი იმასთან დაკავშირებით რა გინდა ამ სიყვარულისგან, რას გრძნობ ჩემ მიმართ და იმედია მიხვდები ყველაფერს რა ხდება შენ გულში ......
მიყვარხარ

* * *

მას შემდეგ ანი აღარ შემხმიანებია. აღარც მე შევეხმიანე. არ ვიცი რაზე მოვიქეცი ასე, ალბათ ვფიქრობდი რომ ამ წერილის მერე თვითონ უნდა შემხმიანებოდა და თვითონაც გამოეთქვა თავის აზრი ამ ყველაფერზე, მაგრამ ამაოდ გავიდა დღეები და ანი აღარ შემხმიანებია. ძალიან მტანჯავდა ეს ყველაფერი და გადავწყვიტე მე დამერეკა. ყურმილი დედამისმა აიღო, როგორც ყოველთვის თბილად მომიკითხა და მითხრა რომ ანი მეგობართან იყო წასული და მობილური სახში დარჩენოდა.
გავიდა ერთ წელზე მეტი მას შემდეგ რაც ანი აღარ მინახავს. თითქოს დავივიწყე ყველაფერი და ბედს შევეგუე რომ ანის ვეღარ ვნახავდი, მაგრამ გულში ყოველთვის მქონდა იმედი რომ ანი შემეხმიანებოდა და როდისმე მაინც გავიგებდი მის ნაზ და ალერსიან ხმას.
როგორც ყოველთვის ჩემ კომპიუტერთან ვიჯექი და ინტერნეტით ვირთობდი თავს როდესაც ჩემი მობილური აწკრიალდა. დავხედე და ფარული ნომრით რეკავდა ვიღაც. მეგონა რომ რომელიღაც მეგობარი მეღადავებოდა და ავიღე ყურმილი თან გამეცინა ხმა რომ არავინ ამოიღო, მეც მეტი რა საქმე მქონდა მეჭირა ტელეფონი და ველოდებოდი როდის ამოიღებდა ხმას. შორიდან ტელეფონში ბავშვის ბღავილი მოისმა და კავშირიც შეწყდა. ორ წუთში კვლავ აწკრიალდა ტელეფონი, კვლავ ფარული ნომერი..... ავიგე და მხოლოდ ერთი სიტყვა "მიყვარხარ" გავიგე. ეს ის ხმა იყო ჩემთვის ძალიან ნაცნობი და საყვარელი ადამიანის ხმა, მაგრამ სიტყვის თქმაც ვერ მოვასწარი რომ კავშირი კვლავ შეწყდა. ამ ყველაფერმა დიდ საგონებელში ჩამაგდო და გადავწყვიტე გამეგო ანი სად იყო რას საქმიანობდა. გამახსენდა ჩემი ძველი ძმაკაცი ნიკა რომელიც ანის მეზობლად იქვე ახლოს ცხოვრობდა და ვთხოვე რომ ყველაფერი ეამბო ანის შესახებ რაც იცოდა.

სანდრო: გამარჯობა ნიკა როგორ ხარ?

ნიკა: გაგიმარჯოს რომელი ხარ?

სანდრო: სანდრო ვარ

ნიკა: ვახ შენ გენაცვალე ძმაო მე კარგად ვარ შენ როგორ ხარ?

სანდრო: არამიშავს მეც ვარ რა ძველებურად

ნიკა: სად დამეკარგე ბიჭო ეგრე უნდა ძმაკაცის დავიწყება?

სანდრო: რავი აგარ მცალია ხომ იცი წელს მეოთხე კურსს ვხურავ და სულ ვსწავლობ.

ნიკა: მერე როგორ მოხდა ძველი ძმაკაცი რომ გაიხსენე?

სანდრო: ნიკა რაღაც სათხოვარი მაქვს შენთან, ოღონდ დაიფიცე რომ სიმართლეს მეტყვი

ნიკა: არა გრცხვენია სანდრიკ? ხომ იცი შენთან დასამალი არაფერი მაქვს

სანდრო: ანის შესახებ მინდა ორიოდე კითხვა დაგისვა

ნიკა: ანი კიდე გახსოვს? მე მეგონა რომ უკვე დაივიწყე, შენ კიდე თურმე გათხოვილ გოგოებსაც დასდევ.....

სანდრო: რა თქვიიიიიიი...? ანი გათხოვდააა...?

ნიკა: რა იყო არ იცოდი? გათხოვდა კი არა წლინახევრის ბავშვი ყავს შენი სეხნია პატარა სანდრო

აღარ ვიცოდი რა მეთქვა გავჩუმდი. თავში ყველაფერი ამერია. ათასმა ფიქრმა გამიარა მაგრამ უცბად მოვედი აზრზე და ყურმილში ნიკას ხმა მომესმა რომელიც მეკითხებოდა მესმოდა თუ არა მისი.

ნიკა: სანდრო გესმის ჩემი რას გაჩუმდი ბიჭო ამოიღე ხმა!

სანდრო: კი ნიკუშ მესმის აქ ვარ

ნიკა: რა დაგემართა ბიჭო რამ დაგაბნია ამხელა კაცი დავიჯერო აქამდე ვერ გაიგე ანი რომ გათხოვდა?

სანდრო: ნიკუშ როდის გათხოვდა ანი ან რაზე არ შემატყობინე?

ნიკა: მე მეგონა რომ შენ პირველი გაიგებდი მაგას.

სანდრო: შენ წარმოიდგინე პირველად გავიგე. და როდის გათხოვდა ანი?

ნიკა: ანი მგონი თუ სწორად მახსოვს ჯერ კიდევ მაშინ მოიტაცეს შენი შეყვარებული რომ იყო.

სანდრო: ნიკუშ კარგად დაფიქრდი ნამდვილად იცი რომ ანი გათხოვდა?

ნიკა: აი გახსოვს შენი შეყვარებული რომ იყო და ერთი კვირით ქობულეთში რომ წავიდა დეიდაშვილებთან ერთად?

სანდრო: კი როგორ არ მახსოვს მაგას რა დამავიწყებს ჩასვლასაც კი ვაპირებდი მაგრამ ანიმ მითხრა მალე ჩამოვალ არაფერზე ინერვიულოო. თან მითხრა რომ ერიდებოდა ნათესავების იქ რომ ჩავსულიყავი და იმიტომ აგარ ჩავედი.

ნიკა: სანდრო მაშინ ანი ქობულეთში არ ყოფილა მაშინ ანი მოიტაცეს და დარჩა იმ ბიჭთან სხვა გზა არ ქონდა ხომ იცი რა ოჯახი ჰყავს არ უნდოდა ცუდი სახელი შერჩენოდა რადგან იმ ღამეს იმ ბიჭსა და ანის შორის რაგაც მოხდა. რომ ჩამოვიდა ანი მეხვეწებოდა რომ შენთვის არაფერი მეთქვა ტიროდა მემუდარებოდა თავს მოვიკლავ ეს რომ სანდრომ გაიგოსო. მაგრად უყვარდი მაგრამ ერთი დიდი შეცდომა დაუშვა სამწუხაროდ რომელსაც ვეღარ გამოასწორებდა... როგორც ვიცი იმის მერე თქვენი ურთიერთობა თვენახევარი გაგრძელდა...

მეჭირა ყურმილი და ვუსმენდი ნიკას რომელიც ყველაფერს გულწრფელად მიყვებოდა მე კი სულ სხვა რამეზე ვფიქრობდი. ჩემი ფიქრები 180 გრადუსით შეიცვალა აღარ ვიცოდი რაზე მეფიქრა მინდოდა რომ სადგაც კუნძულზე გადავვარდნილიყავი მარტო რომ იქ მაინც შემძლებოდა ყველაფრის გაანალიზება და აზრების დალაგება....

სანდრო: ნიკა აქამდე რაზე არ მითხარი ეგ ყველაფერი ძალიან ცუდად მოიქეცი...

ნიკა: სანდრო დამიჯერე მინდო......

სანდრო: კაი ნიკა კარგად იყავი ამ დღეებში გამომიარე ძველი დრო გავიხსენოთ

ნიკა: კაი აბა მაგრად

დავკიდე ყურმილი და კიდევ დიდხანს ვიჯექი ჩაფიქრებული. ვფიქრობდი მხოლოდ ერთზე, იმაზე თუ რა ძლიერ მიყვარდა ანი და ვერ გამეგო რად არ მიამბო ეს ყველაფერი ანიმ თავის დროზე. მე ხომ ყველაფერს გავუგებდი და ყველაფერს ვაპატიებდი. მე ის მიყვარდა და მის სახელს არასდროს ვაქცევდი ყურადღებას ეს ჩემთვის ყოველთვის მეორე ხარისხოვანი იყო. რაზე მოიქცა ანი ასე ჩემთვის ამოუცნობი იყო მაგრამ ყველაფერში ისევ და ისევ ჩემ თავს ვადანაშაულებდი... ნეტავ არ დამეჯერა მაშინ და წავსულიყავი ანისთან, იქნებ მაშინ გამეგო ყველაფერი და ესე აღარ მოხდებოდა....
ვიჯექი და ვტიროდი, როგორც პატარა ბავშვი. გულს ნაღველი აწვებოდა, თვალს სიმწრის ცრემლი. რაღა მე შემემთხვა ეს ყველაფერი? რაზე გამწირა ღმერთმა? ...... ათასი ფიქრი ირეოდა თავში და ბოლოს ყველას ერთ აზრთან მივყავდი რომ ჩემს სიცოცხლეს აზრი აღარ ქონდა ანის გარეშე.
ავიღე იარაღი, დიდ ხანს არ მიფიქრია არც ვიყოყმანე და გავისროლე......

თბილისის ცაზე უფრო ძლიერად
შენი თვალები მე სულს მითბობდა
დილით ამოსულ მზეზე ძალიან
შენი ღიმილი მახალისებდა
და ჩემი გული ისე აძგერდა
როგორც არასდროს არ უძგერია
ასე ძალიან და ასე ძლიერ
მე ჯერ არავინ არ მყვარებია
მაგრამ ცხოვრებამ მწარედ დამცინა
და სიყვარულმაც ზურგი მაქცია
ეს ჯოჯოხეთის ანგელოზები
ჩამჩიჩინებენ: მიწა იყავ და მიწად იქეცი.......

დავიწყება ძნელი,
ღამე ბნელი,
ისტორია ჩვენი,
პატარა და ძველი.

გ.ჩ.


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ისტორიები | ნანახია: 679 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]