იგი სულ მუდამ დაკარგულ სევდას მალავს თვალებში - 13 მარტში 2010 - Sikvaruli.uCoz.NeT - სიყვარული
მთავარი » 2010 » მარტი » 13 » იგი სულ მუდამ დაკარგულ სევდას მალავს თვალებში
12:56 PM
იგი სულ მუდამ დაკარგულ სევდას მალავს თვალებში
იგი სულ მუდამ დაკარგულ სევდას მალავს თვალებში და ხანდახან ავიწყდება კიდევაც რომ არსებობენ ცრემლები,დაუმორჩილებლად იცინის,ზოგჯერ საკუთარ სევდას დასცინის,ისე კი,მისი ნიღაბი მუდამ მიმღიმარი და უშიშარი,გულადი თეატრალის თარგაზეა შეკერილი.ქუთუთოებით მწუხარების წრე შეუკრავს,საიდანაც ვერავინ შეაღწევს შიგნით,არავის შეუშვებს,მხოლოდ მას ეკუთვნის ეს სამყარო,სამყარო მის თვალებში...
თვალები,ისინი ხომ სულის სარკენი არიან,მისი სული მხოლოდ თვითონ მას ეკუთვნის და მე სულ მაინტერესებს,შეუშვებს კი ოდესმე ვინმეს შიგნით,რადგან ვინც მისი თვალების სევდას გაიზიარებს,გახდება მისი სიზმრების დარაჯი,დაიჭერს მისი ოცნების სანთელს... 
და თუ შეეცდება ისე ახლოს მიიტანოს მასთან რომ თვალები დაწვას,ის მანამ იტირებს,სანამ ყოველი არსება დედამიწაზე არ მიხვდება მათს გასაჭირს...
იგი სულ მმუდამ ცდილობს რაღაც დამალოს,თითქოს ამიტ თავის სიძლიერეს უმტკიცებს გარშემომყოფებს.არასდროს იტირებს,თუ მართლა ეტირება...
ისე კი ხანდახან ტირის კიდევაც "უმიზეზოდ"...

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ჩანახატები | ნანახია: 293 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]