მთავარი » 2011 » თებერვალი » 28 » ჰო, სიბრალული არ მჭირდება, - ეს ზუსტად ვიცი....
10:18 PM
ჰო, სიბრალული არ მჭირდება, - ეს ზუსტად ვიცი....


მე სიბრალული არ მჭირდება, ეს კარგად ვიცი.

ქარებს ვარჩიე ათასწილად ქარიშხალები....
ყოველთვის ჩემით წამოვდექი, როცა დავეცი
და დაცემულებს კიდევ ბევრჯერ დავეხმარები.


მერე რაა, თუ სხვაზე მეტად ყოველთვის მტკივა?!.
დასისხლული მაქვს დარტყმისაგან მუხლისთავები.
მაინც, დაცემულ ანგელოზზე ცოტა მეტი ვარ,
ამიტანია განა სხვა დროს ამისთანები?!....

არ დაიჯეროთ, მერე რა, თუ ხანდახან მცივა,
მერე რაა, თუ ამ დროს ვხდები აუტანელი,
შემოდგომაზე ხეს იმდენი ფოთოლი სცვივა,
კვირტებად რომ აქვს გაზაფხულზე გამოტანილი....

როცა გვიანი შემოდგომა მოჭირხლავს ბილიკს,
მოისარკება თეთრი სახე მზერადყინულის, -
ვიღაცა ჩემზე, უეჭველად, დაიწყებს ქილიკს....
რომ ვარ გულგრილი და გრძნობებში ზედაპირული.

ჰო, სიბრალული არ მჭირდება, - ეს ზუსტად ვიცი,
მაინც დაცემულ ანგელოზზე ცოტა მეტი ვარ.
რაც კი მებადა ყველაფერი უკვე გავეცი,
მიჭერს და... სული ამ სხეულში აღარ მეტევა.

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1642 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 4.2/9
სულ კომენტარები: 1
0  
1 LASHA   (2011-06-23 1:07 AM) [Entry]
UMAGRESIA RAAAAAAAA

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]