ჰარმონია ურთიერთობებში.... - 15 თებერვალში 2011 - Sikvaruli.uCoz.NeT - სიყვარული
მთავარი » 2011 » თებერვალი » 15 » ჰარმონია ურთიერთობებში....
11:17 AM
ჰარმონია ურთიერთობებში....



რა არის საჭირო და რა არა ურთიერთობებში, რომ მიაღწიოთ ჰარმონიას:




1. უნდა გჯეროდეთ თქვენი პარტნიორის.

2. უნდა სცემდეთ პატივს თქვენი პარტნიორის სურვილებს, მაგრამ არც საკუთარი დაივიწყოთ.

3. უნდა შეგეძლოთ პარტნიორის მოსმენა.

4. უნდა ავლენდეთ მის მიმართ მზრუნველობას.

5. უნდა იჩენდეთ ინტერესს მისი გატაცებების მიმართ, იქნებ ეს თქვენთვისაც საინტერესო აღმოჩნდეს.

6. პარტნიორის მიმართ სიყვარული უნდა გამოხატოთ არა მხოლოდ სიტყვების მეშვეობით, არამედ ქმედებითაც.

7. ურთიერთობებში აუცილებელია არა მხოლოდ მიღება, არამედ გაცემაც.

8. არასდროს არ შეამოწმოთ პარტნიორი ერთგულებაზე, თორემ შემდეგ სანანებელი გაგიხდებათ.

9. არ მოუწყოთ ყველა წვრილმანზე სკანდალები.

10. არ დაუსვათ შტერული შეკითხვები და არც ისეთი რომლებზეც არ გსურთ პასუხის მიღება.

11. არ მოუყვეთ თქვენს ყოფილ რომანებზე.

12. არ ისაუბროთ თქვენს ნაკლზე თქვენი პარტნიორის თანდასწრებით.

13. შეეცადეთ დაუთმოთ ბევრი დრო თქვენს პარტნიორს, თუ ეს შესაძლებელია.

14. არასდროს არ უსაყვედუროთ მას თუ ის გარკვეული მიზეზების გამო ვერ გითმობთ დროს.

15. იყავით გულწრფელი თქვენს პარტნიორთან.

16. არ გამოამჟღავნოთ ეჭვიანობის გრძნობა (ის ძირითადა გამოწვეულია უმნიშვნელო ფაქტორებით).

17. გამოიჩინეთ მოთმინება თქვენი პარტნიორის მიმართ.


                               
მიმაგრება:
კატეგორია: საუკეთესო რჩევები | ნანახია: 719 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]