გუშინ გავიგე სხვაში გამცვალე - 21 მარტში 2010 - Sikvaruli.uCoz.NeT - სიყვარული
მთავარი » 2010 » მარტი » 21 » გუშინ გავიგე სხვაში გამცვალე
8:35 PM
გუშინ გავიგე სხვაში გამცვალე
გუშინ გავიგე სხვაში გამცვალე 
სახე გიბრწყინავს, ხარ ბედნიერი 
ისიც გავიგე რომ გიფიქრია 
ოჯახის შექმნა კანონიერი 
დღეს მე თვალები ცრემლით მევსება 
გული ვერ იტევს ამდენ სინანულს 
სულ დაიფერფლა და სადღაც გაქრა 
ბოლო მოეღო ამ ჩემს სიყვარულს 
ქუჩაში გნახავ თვალს აგარიდებ 
შენ არ გეგონოს ჯავრი ვიყარო 
არა უბრალოდ ვშიშობ 
მეორედ არ შეგიყვარო 
მე უკვე ვიცი და კიდეც მჯერა 
რომ აღარა ხარ ჩემი მნახველი 
მაგრამ მას გთხოვ ყველაზე მეტად 
შენს შვილს დაარქვი ჩემი სახელი 
როცა პატარა გზაში შემხვდება 
შავი თვალებით უმალვე ვიცნობ 
შუბლზე ვაკოცებ და ასე ვეტყვი 
შენს დედიკოზე მე დღესაც ვფიქრობ.


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 441 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]