მთავარი » 2010 » იანვარი » 19 » გულს ნუ გაიტეხ ჩემო პატარავ
11:53 PM
გულს ნუ გაიტეხ ჩემო პატარავ


გულს ნუ გაიტეხ ჩემო პატარავ, ნუ იცრემლები ჩუმად,მალულად, სიკეთე ქვეყნად ჯერ არ გამქრალა, იმედიც ნისლით არ დაფარულა. არ გაგიმართლა?მერე რა მოხდა? დაეცე სულით,არ გაქვს უფლება. მთელი ცხოვრება ჯერ ხომ წინა გაქვს, მწამს,ყველაფერი რიგზე იქნება. ეს დროებითი სიმკაცრე ბედის, პატარავ,ცჰემო ნუ გეწყინება. გცამდეს,ძვირფასო,ადრე თუ გვიან შენი ვარსკვლავიც ამობრწყინდება. ო,ნუ გაიტეხ ნორჩ გულს პატარავ, ჩემი სიტყვები ხომ გეყურება? გულით ნანატრი ბედნიერება, მერწმუნე,ერთხელ შენც გესტუმრება. კარებს გაგიგებს,გულს გაგიხარებს, ნეტარებისგან მთლად აგაგელვებს, თავის ჯადოსნურ სასმელს შეგასმევს და მთელი გრძნობით შენც აგამგერებს.

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 526 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]