მთავარი » 2010 » მარტი » 27 » გიორგი და მარი
6:35 PM
გიორგი და მარი
გიორგიმ და მარიმ ერთმანეთი ქორწილში გაიცნეს, ანის და გიგის ქორწილში, ორივენი მეჯვარეები იყვნენ. ერთმანეთი ძალიან მოეწონათ, ორივენი კარგები იყვნენ და ერთი ნახვითაც შეუყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ არ ამჟღავნებდნენ. რამოდენიმე თვის შემდეგ ერთმანეთს გამოუტყდნენ სიყვარულში, ერთი წელიწადი იყვნენ შეყვარებულები, ძალიან უყვარდათ ერთმანეთი.
მარი ერთ ბიჭს უყვარდა - რაჯის, რომელიც ცდილობდა მარი და გიორგი ერთმანეთს დაეშორებინა, შეეძლო კიდეც.
მარი მარტო იყო სახლში, როდესაც თავს ქურდები დაესხნენ და ერთ-ერთმა მათგანმა გააუპატიურა. მარიმ ამოიცნო ეს თვალები, მაგრამ დამალა, ეშინოდა გიორგი მიმატოვებსო, ცოლად არ გავყვები, არ გავაუბედურებ, მაგრამ მაინც მეყვარებაო...
რაჯიმ რომ არაფერი ცვლილება ნახა მათ შორის თვითონ უთხრა გიორგის ყველაფერი. გიორგიმ არ დაიჯერა, ეს დამცირება ვერ აიტანა, სინიაკი დაამჩნია თვალებზე, დააბრმავა.
გაავებულმა გიორგიმ მარის პაემანი დაუნიშნა, მარიმ უცებ ანას დაურეკა და უთხრა:
- მგონი კარგ ხასიათზე არ არის გიორგი, რაღაც აღელვებული ჩანდა და პაემანი დამინიშნა.
- მარი ! ძალიან გთხოვ ფრთხილად, ცოლობაზე არ დათანხმდე ხომ იცი?...ან იქნებ პრობლემები აქვს უბრალოდ და სურს შენთან გადაწყვიტოს, მაგრამ შენ ფრთხილად, შენ რამე არ წამოგცდეს, თავი სამუდამოდ არ დაიღუპო...დაარიგა აღელვებულმა ანამ
- ანა იქნებ რაჯი ჩაერია? ( ტირის მარი) და ყურმილი გაუვარდა. ანა მოვიდა სახლში, დაამშვიდა და უთხრა მოწესრიგებულიყო და წასულიყო შეხვედრაზე
მიდის ტროტუარზე და გრძნობს, რომ ცუდი უნდა მოხდეს...ხეები ჩურჩულებენ, თითქოს აფრთხილებენ, თითქოს ამბობენ:
- " საწყალი მარი".
მივიდა გიორგისთან, იმ ადგილზე, სადაც დანიშნეს პაემანი. გიორგიმ დააჯინა მარი და თვითონაც დაჯდა. არაფერს ეუბნება...მარის უნდა შეეკითხოს რაღაც და...გამოჩნდა რაჯი. იქვე გული წაუვიდა მარის და რომ გამოფხიზლდა საავადმყოფოში აღმოჩნდა, ირგვლივ მეგობრები დასტრიალებდნენ, მათ შორის ანიც, მაგრამ " ნაცნობი ბიჭები" ვერსად ნახა.
გავიდა ერთი თვე, არსაიდან ჩანს გიორგი, არც რაჯი, რომ რაღაც მოუხერხოს, სამაგიერო გადაუხადოს ამ " მტერს" . არ რეკავს გიორგი...დიდი ხანია არ უნახავს და არც მისი ხმა გაუგია...ენატრება...ო, როგორ ენატრება...უყვარს სიგიჟემდე, მაგრამ მას ხომ არ უყვარს? - " სხვა შეუყვარდებოდა ალბათ და ჩემზე არც კი ფიქრობს" - ასეთ ფიქრებშია მარი და...დარეკა ტელეფონმა, თითქოს ნაცნობი ზარია, თითქოს ელოდა ამ ზარს.
- ალო! და მოსიმინა რაჯის ხმა, დამცინავი სიტყვები.
- არ გინდოდი?აწი არც მე მინდევხარ და არც სხვას!
გაითიშა...დადო...დაწვა...იტირა...სიცხემ აუწია...ცუდადაა...წერს რაღაცას...
...აქეთ გიორგი თავის ჭკუაზე არაა. იმ დღიდან ქალებში დადიოდა, იქნებ გული გადავაყოლოო, მაგრამ მაინც იჩინა თავი სიყვარულმა, ნერვებზე იშლებოდა, ყოველდღე მთვრალი დადიოდა, ალკოჰოლმა არ უშველა...სურათები ჯიბით დაჰქონდა, აინტერესებდა მარის ამბავი, ენატრებოდა, მაგრამ " ვერ იტანდა" , მთელი ქვეყანა სძულდა, თავის თავს ვერ სცნობდა სარკეში, ასეთ სიტუაციაში იყო ერთი თვე.
ერთ დღეს დარეკა ტელეფონმა, აიღო გიორგიმ, მაგრამ ვერ გაბედა ხმის ამოღება და დადო, ვერც იცნო ხმა, " ვიღაცას" არ ათქმევინა სიტყვა... ეშინია...ვისი ან რისი?...სიცოცხლის.
4-5 დღის შემდეგ, გვიან რეკავს ტელეფონი, გიორგიმ თავს სძლია და...
- გისმენთ.
- ალო...გიორგი, გიორგი შენ ხარ? არ დაკიდო!
- ო - არ უპასუხა.
გიორგიმ იცნო დაქალი.
მეორე დღეს ისევ.
- გისმენთ.
- გიორგი საბოლოოდ მოდი მარისთან, ძლივს წარმოსთქვა ტირილით და გაისმა გაბმული ზარის ხმა.
გიორგი აღელდა. არ იცოდა რას ნიშნავდა სიტყვა - საბოლოოდ...თითქოს რაღაც მოაგონდაო და გავარდა ქუჩაში. უცებ აღმოჩნდა მეოთხე სართულზე, მეხუთე სართულზე კივილია.
- მარი, მარი (აირბინა კიბეებზე)
- რა მოხდა? სადაა? მიბრუნდა და კუბოში ჩაწოლილი მარი დაინახა, ელდა ეცა, გაშეშდა, ვერ გაინძრა.
უცებ გამოცოცხლდა, მივარდა მარის, ნჯღრევა დაუწყო, ყვირილი მორთო, ბღაოდა...ვერ დაამაგრეს...
მერე ანი მივიდა და ხელზე მიუთითა, გიორგიმ მარის ლამაზ, გაყინულ, გათეთრებულ თითებში რაღაც ბარათი ამოიღო და კითხვა დაიწყო:
" საყვარელო გიორგი აწი არ შეგაწუხებ, ეს ჩემი ბოლო სიტყვებია. შენ ჩემს თავს მერჩივნე, შენ კი მიმატოვე, მე ცოლობას არ გთხოვდი, უბრალოდ შენი სითბო და სიყვარული მინდოდა, მე ვერ გავხდებოდი შენი ცოლი, რადგან რაჯიმ გამაუბედურა და მან ჩატეხა ჩვენს შორის ხიდი. მე შენ არ გითხარი იმიტომ, რომ არ მინდოდა " ცოტა ხანი " მაინც ჩაშლილიყო ჩვენი ამდენი ხნის ნაგები სიყვარული. იმის მერე ფიქრები მოსვენებას არ მაძლევდა და გადავწყვიტე, საბოლოოდ გავთავისუფლებულიყავი ამ ცხოვრებისა და მწვავე ფიქრებისაგან და აი შედეგი... მაპატიე თუ რამე დაგიშავე, ზიანი მოგაყენე, მაპატიე, რომ შენს " უმანკოებას" დავადგი ფეხი. აბა კარგად იყავი, ბედნიერი ოჯახი შეგექმნას, მაგრამ არასოდეს დაივიწყო, რომ შენი სიყვარული სამარეშიც მიმყვება...აბა ჭკვიანად, მეორედ არ შეცდე, ჩემისთანა გოგო არ შეიყვარო" .
" შენზე უზომოდ შეყვარებული მარი" .
გიორგის თვალები აევსო ცრემლებით, გავიდა სხვა ოთახში, წაბარბაცდა, ფანჯარა გაიღო...გადაიხედეს და თავგახეთქილი გიორგი დაინახეს. ვერავინ იკივლა, არავინ ტიროდა, მარი თითქოს იღიმებოდა, გიორგისაც კმაყოფილი სახე ჰქონდა, ანის გული სიხარულით აივსო, რადგან " ისინი" სულ ერთად იქნებოდნენ...რაჯის კი დახვრეტა მიუსაჯეს და კედელს მიანარცხეს.
მარი და გიორგი დააქორწინეს. მათმა მშობლებმა კი ტყუპი და-ძმა აიყვანეს და ზრდიდნენ, როგორც მარისა და გიორგის შვილებს...


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ჩანახატები | ნანახია: 1839 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
0  
2 თათულო   (2011-09-25 6:11 PM) [Entry]
au avtirdiiiiiiiiii..... dzalian gulis amachuyebeli istoriaaaaaa:(((((

0  
1 kaxa   (2011-06-27 2:15 PM) [Entry]
:(:(:(:(:(

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]