მთავარი » 2010 » მარტი » 18 » ღამეს არ დაადგა საშველი
0:41 AM
ღამეს არ დაადგა საშველი
ღამეს არ დაადგა საშველი 
არ დაილია და არ გათენდა
ფიქრში გაიწელა დარდი უსაშველი
ყველა ტკივილის სიას ერთად რომ ადგენდა.

სიზმარსაც წუთიერს არ მოაქვს შვება,
არც წერილს მოწერილს გრძნობით
ას მეჩვიდმეტე დღეა 
ას მეთვრამეტეს გათენებით.

ტყუილი გაცინება, ტყუილი კარგად ყოფნა,
მთელი დღე ტყუილში გადის,
ავად სახსენებელ მარტოობას,
ჭკუიდან გადაყავხარ ლამის.

როცა იცი რომ არ ილევა
კაცის არსებობა ირგვლივ,
როცა იცი რომ მათი არსებობა
ხუთ მილიონზეც მიდის...

და ამდენ ხალხში არავინ მოძმე,
არავინ გამარჯობის მთქმელი,
შეიშლება კაცი აბა რა, როცა
ყველასგან გაღიმებას ელი...

ეჰ არ დაადგა ღამეს საშველი....
ასეთი ღამეები არასოდეს ვიცოდი უწინ...

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1058 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]