მთავარი » 2010 » მარტი » 19 » ღამე სევდიანი ნაწამები
2:48 PM
ღამე სევდიანი ნაწამები
ღამე სევდიანი ნაწამები
ჩემზე წინ კელაპტრებში იცრემლება,
ვზივარ და ჩემს სიყვარულს ველოდები
ის კი ოცნებებში მემალება
ღამეა ქრებიან ვარსკვლავები
ვტირი და მეცრემლება წამწამები
ჩემთვის არასოდეს გათენდება
ღმერთო რად დამტოვე ნაწამები
ჩემი სიყვარული იღვენთება
არ დადნეს შეიცოდე მოასწარი
და თუ ოდესმე სიყვარული შეგეძლება
შეიყვარე ეს ჩემი კელაპტარი
ცხოვრებამ კუთხეში დამაყენა
ატირდა ეს სახე მომღიმარი
მათხოვრად მაქცია უსუსური
მე შენთან შენთან მაქვს სათხოვარი
სანთლებს ავანთებ და ვილოცებ
მე შენთანერთად ავტირდები,
ღმერთო სიყვარული დამილოცე,
მარტო ნუ დამტოვებ გევედრები,
ჩემი სიყვარული დამილოცე,



                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1402 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]