გავბედე და გწერ, ისევ წვიმს. ფანჯარაში ვიხედები და შენ გხედავ... - 14 მარტში 2010 - Sikvaruli.uCoz.NeT - სიყვარული
მთავარი » 2010 » მარტი » 14 » გავბედე და გწერ, ისევ წვიმს. ფანჯარაში ვიხედები და შენ გხედავ...
11:54 PM
გავბედე და გწერ, ისევ წვიმს. ფანჯარაში ვიხედები და შენ გხედავ...
  • გავბედე და გწერ, ისევ წვიმს. ფანჯარაში ვიხედები და შენ გხედავ, შენი ხატება არასდროს არ მცილდება წვიმის დროს , თავს მარტოსულად არ ვგრძნობ რადგან შენზე ფიქრი არ მანებებს თავს. სარკმელს ვაღებ და წვიმის წვეთებს ვეთამაშები, სახეს ვუშვერ და ისინიც თამამად მეფერებიან, ალბად სურთ შენზე მიამბონ რამე..... მეც თვალდახუჭული ვუყურადებ და ..... აი მომესმა შენზე ნათქვამიც, გულს ძგერა მემატება და მხოლოდ იმაზე ვოცნებობ არასდროს დამთავრდეს თხრობა, სუნთქვა მიხშირდება....... სახეზე ჩამოვარდნილ თმებს ვისწორებ, ვეღარ ვხვდები წვიმის წვეთებია თუ ცრემლებია, ფანჯარას ვხურავ და ოთახის გულში ვჯდები,გაიჩექა, შენზე ფიქრი ამერია. თავს მუხლებზე ვდებ და ვცდილობ შენი შეხება შევიგრძნო. გრძნობას აყოლილი მელანქოლიას ვნებდები და გარინდული გულის ძგერას ვუსმენ. სუნთქვის ხმაც განიბნევა ჰაერში და გარშემო მშფითვარე სიჩუმე ისადგურებს. ველი ....... არაფერი იცვლება. მხოლოდ წამებში წუთებად და წუთებში საათობად გადაქცეული დრო მიდის. მაგრამ მე მაინც მჯერა , რომ ზემოთ ავიხედავ და სასოებით აღვსილი თვალებით მას ვთხოვ, რომ კიდევ ერთხელ მომცეს შენთან შეხვერდის უფლება, რათა თვალებში შემოგხედო და გითხრა , რომ მე შენ ......

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ჩანახატები | ნანახია: 451 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]