მთავარი » 2010 » იანვარი » 3 » გარეთ თოვს.
0:52 AM
გარეთ თოვს.

გარეთ თოვს.ფანჯრიდან ვაკვირდები ხან ფიფქების ვარდნას,ხანაც თვალს ვუშტერებ ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლს.ძველი საათის წიკწიკი,დამამშვიდებლად მოქმედებს.ცეცხლი ვარჩიე და....
ნანგრევებში ვარ.გავრბივარ.ვიღაცას ვეძებ...მაგრამ ვის? რატომ გავრბივარ?
საერთოდ აქ საიდან მოვხვდი?კაციშვილი არ ჩანს...მხოლოდ მოღუშული სახლები და მათი ნანგრევები...ცაც ასე დამყურებს...მოღუშული,დანგრეული....გონებაში ვფიქრობ ეს რა ადგილია? და ვჩერდები...ხელებზე დავიხედე...უცებ გონება გამინათდა...არა ყველაფერი განათდა და გამეღვიძა...სიზმარში გამეღვიძა...გაოცებული ვიყურები აქეთ იქით.აღარსად ჩანს არც ნანგრევები არც ცა...არაფერი ჩანს...ვერცხლისფერი ნისლის გარდა...აი თურმე როგორია სიზმარი...ნამდვილი სიზმარი...რამდენიმე ნაბიჯს ვდგამ...ან ვდგამ კი საერთოდ?! უსასრულობაში ვარ,ვერცხლისფერ უსასრულობაში...ეს არ მაშინებს,პირიქით ამაზე მშვიდად არასოდეს მიგრძვნია თავი...სიზმარში მღვიძავს...უცებ სიმსუბუქეს ვგრძნობ....თითქოს სადღაც მივექანები.ზევით ან ქვევით...ანაც იქნებ ისევ ადგილზე ვდგავარ?
რაღაც ხმა მესმის...აი თითქოს აქაურობაც გარკვეულ ფორმებს იღებს...რა ხმაა? ძველი საათის წიკწიკი და უკვე ჩამქრალი ცეცხლის ნაკვერჩხლების ტკაცუნი...
ვბრუნდები.ვფხიზლდები.საათს ვუყურებ.მერე ნაკვერჩხლებს.მერე თოვლს..ისევ საათს და ვხვდები რომ ახლა მღვიძავს...სიზმარში მღვიძავს,რადგან რეალობაში ვიყავი...
ვერცხლისფერ რეალობაში...


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ჩანახატები | ნანახია: 1048 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]