მთავარი » 2011 » ნოემბერი » 9 » გამონათქვამები – უილიამ შექსპირი
1:24 PM
გამონათქვამები – უილიამ შექსპირი


სტატიაში იხილავთ უილიამ შექსპირის ცნობილ გამონათქვამთა ნაკრებს… სანამ შექსპირის გამონათქვამებს გადაავლებდეთ თვალს, გირჩევთ, რომ თავიდან მის მცირე ბიოგრაფიას/დოსიეს გაეცნოთ:

სრული სახელი და გვარი: უილიამ შექსპირი
ეროვნება: ინგლისელი
დაბადების თარიღი: 26 აპრილი, 1564 წელი
გარდაცვალების თარიღი: 23 აპრილი, 1616

უილიამ შექსპირი XVI-XVII საუკუნეების ერთ-ერთ უდიდეს დრამატურგად და პოეტად ითვლება… მისი ცნობილი ნაწარმოებებია: "ჰამლეტი”, "რომეო და ჯულიეტა”, "მეფე ლირი” და ა. შ. შექსპირის სრულ ბიოგრაფიასა და შემოქმედებას შეგიძლიათ გაეცნოთ



  • სულელი ფიქრობს, რომ ბრძენია, ხოლო ჭკვიანი თავს სულელად მიიჩნევს.
  • სიმამაცე ჭკვიან სულს ახასიათებს.
  • გამბედაოდა ჩემი მეგობარია.
  • დაბადება მოტაცებას გავს, რომლის შემდეგ მონობას გისჯიან.
  • სიკვდილი – ეს საშინელებაა.
  • "მიეცი” შენი ფიქრები ენას.
  • ღმერთმა ერთი სახე მოგცა. შენ უნდა ეცადო მეორე შექმნა.
  • მე ერთ დროს გაღმერთებულიც ვიყავი.
  • მე ვთქვი: აქ არ არის სიბნელე, მაგრამ აქაურობა სავსეა უვიცობით.
  • ბევრი ისმინე, ცოტა ილაპარაკე.
  • არაფერს ელოდე არაფრისგან.
  • ნელა თქვი, თუ რა თქმა უნდა სიტყვა სიყვარულს ამბობ.
  • ეჭვი ყოველთვის სტუმრობს დამნაშავე გონებას.
  • ისინი ამბობენ: სასწაულები წარსულში დარჩა.
  • ვინც არ გამოხატავს სიყვარულს, ესე იგი მას არ უყვარს.
  • არც ერთი ხელოვნება არ შეისწავლის ადამიანის სახეს.
  • აქ ბევრია ისეთი ვისაც ჭკუაზე მეტი თმა აქვს.
  • გაკეთდა – ესე იგი შეუძლებელიც არ ყოფილა.
  • წარსული – ეს პროლოგია.
  • კარგით, თუ ფორტუნა იქნებოდა ქალი, მაშინ იგი საკმაოდ ახალგაზრდაც იქნებოდა ამ მექანიზმისთვის.
  • ჩვენ ვიცით რაც ვართ, მაგრამ არ ვიცით რა შეიძლება ვყოფილიყავით.
  • ჩვენ დროის საკითხნი ვართ, დრო კი მირბის.
  • რომ გააკეთო რაიმე დიდი და რაც მთავარია სწორი, მაშინ მოგიწევს პატარა არასწორის გაკეთებაც.
  • სიტყვები, სიტყვები, სიტყვების მთელი ტბები, მაგრამ გულისთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
  • დაუფიქრებელ სიტყვებს სამოთხისკენ გზა მოჭრილი აქვთ.
  • ქალი შეიძლება წაიქცეს, თუ კაცი სუსტია.
  • როდესაც მამა ჩუქნის შვილს, ორივე იცინის. როდესაც შვილი ჩუქნის მამას, ორივე ტირის.
  • როდესაც დარდი გვაწვება, არ ვიფიქროთ, რომ იგი ცალკე, მარტო გვეწვია, იგი მთელ ბატალიონთან ერთადაა.
  • როდესაც ვიბადებით ვტირით, რადგან ვგრძნობთ რომ სისულელეში შევაბიჯეთ ფეხი.

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სიბრძნეები | ნანახია: 3770 | დაამატა: 27_MoPaRuLi_KoCnA | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
0  
1 Bobbo   (2012-11-10 12:26 PM) [Entry]
Me dull. You smart. That's just what I ndeeed.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]