მთავარი » 2010 » თებერვალი » 15 » გახსოვს?
9:33 PM
გახსოვს?
* * *
გახსოვს? 
უხეშად რომ დამიტოვე 
მკერდზე მაგ თითების ანაბეჭდი, 
ბაგე ძლიერად რომ დამიკოცნე, 
ტანზე ამეკარი გამალებით. 
თმა რომ ამირიე უდარდელად, 
მერე წელზე მკლავი შემომაჭდე, 
ვნება გამიღვიძე უკარებას, 
მზერა ნდომის ცეცხლით შემოსალტე. 
სუნთქვა გამიხშირე თავხედურად, 
ჩემში გადმოხვედი ბადაგივით, 
ისე მომეფერე ახლებურად, 
ტანი ამითრთოლე… გავაზივით... 
გახსოვს,მერე ცრემლი, სევდიანი? 
ღამის უხმაურო დაჩოქება, 
ჩვენი გაჩუმება ნერვიანი, 
ტკივილს აყოლილი ნეტარება… 
გახსოვს სუნთქვა როგორ გამომტაცე?


                               
მიმაგრება:
კატეგორია: ეროტიკული პოეზია | ნანახია: 1775 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
0  
2 nini   (2011-02-13 5:09 PM) [Entry]
dzaan magariaaa

0  
1 maxo   (2010-03-03 12:55 PM) [Entry]
megobrebo dzalian gtxovt chveni azrebi ama tu im siaxleze gamovxatot komentarebit. Ni (hug)

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]