მთავარი » 2010 » იანვარი » 3 » გაივლის წლები...
0:47 AM
გაივლის წლები...

გაივლის წლები...

ჩაივლის წყალი...

მერე მოვა ზამთარი. მაგრამ ზამთრამდე მოვა შემოდგომა. ყვითელი, სევდიანი
შემოდგომა, თანაც უიმედო, რომელიც მხოლოდ იმაზე საუბრობს, თუ რა კარგია
გაზაფხული და ზაფხული. თუ რამოდენა სინათლე და იმედია მათში... მოვა
შემოდგომა, წვიმიანი სემოდგომა, რომელიც მხოლოდ ნისანია დაზამთრებისა....

მერე მოვა ზამთარი. ცივი, თეთრი და ზლუქუნა ზამთარი;

მოვა ფიქრებიც, უფრო სწორად მოგონებები, ლამაზი, ნათელი მოგონებები
გაზაფხულზე...........და საიდანღაც შორიდან მოვა ნაცნობი სურნელი იასამნის
და უცებ სინანულიც მოვა...შენ დაჯდე და დაგენანება შენი თავი, გაზაფხული
და სითბო დაგენანება...მერე დაჯდები და იტირებ იმიტომ, რომ დაზამთრდა და
მალე გაზაფხული უნდა მოვიდეს...უკვე სხვისი და ნათელი გაზაფხული...

ეს მერე იქნება--როცა გაივლის წლები, როცა ჩაივლის წყალი...


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ჩანახატები | ნანახია: 1212 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]