მთავარი » 2010 » მარტი » 27 » გადამავიწყე...
7:05 PM
გადამავიწყე...
გადამავიწყე... 
რამე იღონე... 
დაბმული მგელი სანამ აიწყვეტს. 
საცა გსურს წადი, გამშორდი... 
ოღონდ... 
მე შენი თავი გადამავიწყე... 

შენი გრიგალი კვლავ მაბარბაცებს, 
კლდეებში მიმსხვრევს ნეკნებს, ლავიწებს... 
ღმერთმა გიშველოს, წადი, ოღონდაც 
ეგ სიყვარული გადამავიწყე... 

არ ვიცი, მერე დაცლილი გულით 
თუღა გაცურავს ჩემი ნავი წყლებს... 
და მაინც წადი... წადი... ოღონდაც 
მე შენი თავი გადამავიწყე.

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1029 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]