მთავარი » 2010 » სექტემბერი » 14 » ეს დროც მალე მოვა ...
10:55 PM
ეს დროც მალე მოვა ...
როდის დავდინჯდები?
ალბათ არასოდეს....
ანდა შეიძლება მაშინ,
როცა ცის სილურჯე აღარ გამაოცებს,
გული არ გამიწევს ქარში.
-როდის დავბერდები?
როცა დროს გაჰყვება
ყოვლისწამლეკავი ეჭვი,
როცა გზად მიმავალს
თვალს არ გამაყოლებს
ვინმე ორბისთვალა ბიჭი,
როცა არაფერი აღარ გამაოცებს,
-როცა დავბერდები,მაშინ?
დიდი არაფერი....
მიწას დავტოვებ და 
ჩუმად ავფრინდები ცაში...

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 464 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]