მთავარი » 2010 » თებერვალი » 15 » ერთხელ მინდა...
8:12 PM
ერთხელ მინდა...

* * *
ერთხელ მინდა გავიღვიძო შენს მკლავებთან..
ერთხელ მინდა გავახილო თვალები და...
გითხრა,როგორ ჩამეძინა ვარსკვლავებთან
კოცნა როგორ აგიკრიფე ხელებიდან...
მინდა ერთხელ,თუნდაც ერთხელძილში შემკრთალს,
შენმა ტუჩმა დააფინოს კოცნა ბაგეს..
ერთხელ მინდა დავიძინო მხოლოდ შენთან
გავეჯიბრო შენს სიზმარს და შენს წილ ღამეს.
გული მერე სიყვარულმა გამიგიჟოს
სულმა ვეღარ დაიტიოს მონატრება
მითხრა ჩუმად...მხოლოდ ერთხელ
დამიფიცო
"შენ თუ წახვალ,ბევრი რამე მომაკლდება"
ერთხელ მინდა გავიღვიძო შენს მკლავებთან
ერთხელ მინდა გავახილო თვალები და...
გითხრა როგორ ჩამეძინა ვარსკვლავებთან
კოცნა როგორ აგიკრიფე ხელეფიდან..


                               
მიმაგრება:
კატეგორია: ეროტიკული პოეზია | ნანახია: 1877 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]