მთავარი » 2010 » აპრილი » 11 » ერთი ტკივილი არ კმარა თურმე...
11:24 PM
ერთი ტკივილი არ კმარა თურმე...
ერთი ტკივილი არ კმარა თურმე,
უნდა წარსულთან დუელში მოკვდე,
მხრებზე დაჭრილი ფრთებით სიარულს
იქნება სულაც უფრთობა სჯობდეს.
იქნებ არ ღირდეს ამდენ წვალებად,
მაინც არა ჰყავს ამ ლექსს მკითხველი,
იქნება სჯობდეს გარდაცვალება...
იქნებ სიკვდილში ვიყო პირველი.
მაინ ჯიუტად ვტკეპნი სტრიქონებს,
ბოლო ბილიკი მაინც ჩემია,
თუკი ქალღმერთის არ მაქვს იერი,
სული ხომ ბავშვის შემომრჩენია.
კვლავ თავდახრილი დავალ თქვენს შორის,
თქვენ ისევ ვერ ცნობთ ცისფერ გენიას,
მე სხვა სივრცეებს ვეპოტინები,
თქვენ კი ჯიუტად მარქმევთ თქვენიანს.
ეს სინანული არ კმარა თურმე,
უნდა ლექსებტან დუელში მოკვდე,
დაკოდილ ფრთებით უფსკრულზე ფრენას
იქნება სულაც უფრთობა სჯობდეს

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1204 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]