მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 29 » ერთი გოგო შემიყვარდა....
3:55 PM
ერთი გოგო შემიყვარდა....



"ღამე იყო მთვარიანი....

თოვლიანი.... ქარიანი...."

გაზაფხულის წვიმა იყო,

ვარდი იყო ადრიანი,

ირგვლივ ეკალ-ბარდიანი,

სიყვარულის ამბიანი,

შუაღამით კლდის ძირ სახლთან,

ღვინოს ვსვამდი.... დარდიანი

და იმ ღამით ვარსკვლავთცვენის

ოცნებები ამხდარიყო,

სიზმრად ვნახე ის ყვავილი,

თურმე ჩემი გამხდარიყო,

ვარდობისთვე დამდგარიყო

და ვარდებიჩ ყველგან იყო,

ბუხრის ძირას თბილი ფერფლი

სიყვარულით გამთბარიყო.

ცეცხლი ცეცხლში დამწვარიყო,

ალი კვამლში გამქრალიყო,

ერთი გოგო შემიყვარდა,

სად იყო და სად არ იყო.

აქ იყო თუ აქ არ იყო,

ჩემი ფიქრი მასთან იყო,

მთაში მისი სილამაზით

ყინულიც კი გამდნარიყო,

მზის სხივები ჩამქრალიყო,

მთვარის შუქიც გამქრალიყო,

ჩემთვის მსგავსი სილამაზე,

ქვეყანაზე არსად იყო.

ზღაპარ იყო.... ზღაპარ იყო....

მისი გულიც ზღაპარ იყო,

ერთი გოგო შემიყვარდა.....

სად იყო და..... სად არ იყო!


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 3392 | დაამატა: 27_MoPaRuLi_KoCnA | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 2
0  
2 MissDaisy   (2011-12-27 4:27 PM) [Entry]
sayvarlobaaa :)

0  
1 mari   (2011-12-09 4:20 PM) [Entry]
magaria

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]