მთავარი » 2010 » მარტი » 25 » ერთ დღეს გაწვიმდა თითქოს ცაც განრისხდა...
6:31 PM
ერთ დღეს გაწვიმდა თითქოს ცაც განრისხდა...
ერთ დღეს გაწვიმდა თითქოს ცაც განრისხდა 
თითქოს ჯავრს იყრიდა ის დედამიწაზე
მეც სარკმლის მიღმა ვტიროდი მწარედ
და ცის ცივ ცრემლებს ჩემს ცრემლს ვატანდი
თავჩაქინდრული ვფიქრობდი შენზე 
შენს ნათქვამ სიტყვებს ვიმეორებდი
თან ჩემთვის ვფიქრობდი ნეტავი სადახარ?
სულ არ გაღელვებს ჩემი გრძნობები?
წვიმა კი ფიქრებს მტაცებდა შორით
შორით მიჰქონდა შენზე ფიქრები
და ცრემლს მმატებდა თითქოს თამამად
ნუგეშის მომცემი კი არვინ არ მყავდა
მერე კი წვიმამ კვლავ გადაიღო
მეც შევიმშრალე ცივი ცრემლები
შენზე ვფიქრობდი კვლავ გარინდული
და ამ ნაზ გრძნობას ვეფერებოდი.
ამ გრძნობას მაინც არ შეველევი,
თუნდ ამგრდზნობებმა ბოლო მომიღოს
თუნდ ამ ტკივილმა გული განგმიროს
და სამუდამოდ ცრემლი მადინოს.
მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ. მიყვარხარ,
ამ გრძნობით მინდა მარად ვიცოცხლო
ვიცი ამ გრძნობას ვერვინ წამართმევს 
იგი ჩემია სამარადისოდ.

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1082 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]