მთავარი » 2011 » სექტემბერი » 7 » ˙·٠•●๑۩۞۩๑ეჭვიანობის ცეცხლოვან მარწუხებში๑۩۞۩๑●•٠·˙
1:42 PM
˙·٠•●๑۩۞۩๑ეჭვიანობის ცეცხლოვან მარწუხებში๑۩۞۩๑●•٠·˙




ეს გრძნობა მოულოდნელად მოდის და თავის ორბიტაზე ადამიანის ყველა აზრსა და სურვილს ითრევს. იგი იმდენად უზარმაზარი და ყოვლისმომცველია, რომ შეიძლება ადამიანს ცხოვრების ინტერესი დაუკარგოს და საშუალება აღარ მისცეს გარშემომყოფთაგან ურთიერთობის სიამოვნება მიიღოს, და რაც უფრო უარესია – საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის სიამოვნება. მოულოდნელად საკუთარი თავისთვისაც კი უცხო ხდებით, რომ არაფერი ვთქვათ ხვებსა და საყვარელ ადამიანზე: ყველასათვის და ყველანაირად მომხიბვლელი ქალბატონისაგან უცბად იქცევით გაბოროტებულ, უხეშ, მობუზღუნე ისტერიკიან ქალად, რის გამოც ბოლოს ვეღარც თქვენ იტანთ საკუთარ თავს, და ვერც სხვები გიტანენ. ამ გარდასახვის ბოროტ გენიას ეჭვიანობა ჰქვია. რომელი ქალი არ იცნობს ამ გრძნობას? ყოველ მათგანს ერთხელ მაინც უგრძვნია ეს გამანადგურებელი გრძნობა. მაგრამ რა იწვევს მას, მოდით გარკვევა ვცადოთ.
მოიშორეთ დანაშაულის გრძნობა. ეჭვიანობა უფრო დაავადებაა, ვიდრე ცუდი ხასიათის გამოვლინება. ეცადეთ აპატიოთ საკუთარ თავს ის, რომ ჯერ ვერ ახერხებთ ამ გრძნობის მართვას. თქვენ არც პირველი ხართ და არც უკანასკნელი, რომელიც ამ პრობლემას შეეჯახა. თქვენ აუცილებლად შესძლებთ მასთან გამკლავებას, მაგრამ ამისათვის ნებისყოფა და მოთმინება დაგჭირდებათ.
ამოირჩიეთ დღე, როცა ვერავინ და ვერაფერი მოგწყვეტთ საკუთარ თავს (რომელიც გიყვართ). დარჩით ამ დღეს სახლში, შექმენით მშვიდი ატმოსფერო ოთახში პატარა განათებით, დაბალ ხმაზე ჩართული მუსიკით და არომალამპით. თუ თავს ბუნებაში უფრო კომფორტულად გრძნობთ – გაისეირნეთ ფეხით საყვარელ ადგილებში. მნიშვნელოვანი მხოლოდ ის არის, რომ ხელი არავინ შეგიშალოთ საკუთარ გრძნობებზე კონცენტრირებაში. მთავარია იგრძნოთ, რომ მზად ხართ ჩაიხედოთ საკუთარ თავში შიშის გარეშე.
ფსიქოლოგები, რომლებიც აკვირდებოდნენ ეჭვის გრძნობას ქალებში, მივიდნენ დასკვნამდე, რომ ამის მიზეზები შეიძლება ადრეულ ბავშვობაში იმალებოდეს, როცა ბავშვი ჯერ კიდევ ვერ მართავს საკუთარ გრძნობებს, და მით უმეტეს ვერ ერკვევა მათში. გაიხსენეთ ეპიზოდი ბავშვობიდან, როცა პირველად იგრძენით გაბრაზებისა და ეჭვის მწველი გრძნობა, ეცადეთ აღიდგინოთ მისი მიზეზი.

ხშირად ეჭვიანობა ჩნდება ოჯახში მეორე ბავშვის დაბადებასთან ერთად. მშობლები, განსაკუთრებით კი თქვენი საყვარელი დედა, უეცრად გადაერთო ღმერთმა იცის საიდან მოვლენილ ბრაზიან პატარა არსებაზე. სწორედ მაშინ ფიქრობს ბავშვი: „ვუყვარვარ თუ არა მათ ძველებურად?’’, „რა დავაშავე, რომ ნაკლებ ყურადღებას მაქცევენ?’’. ბავშვები სხვადასხვანაირები არიან: თუ ბავშვი გულგახსნილი და კონტაქტურია, იგი თავისი ფიქრების შესახებ დედას მიმართავს, და მაშინ დედა აუხსნის შვილს, დაამშვიდებს, დაელაპარაკება, ეცდება უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს, და უფრო მეტიც, ნებას დართავს მოუაროს ახალშობილს, რა თქმა უნდა შესაძლებლობის ფარგლებში. ბავშვები 5 წლის და უფრო მეტ ასაკში შრომისმოყვარენი არიან: მზად არიან რეცხონ პილიონკები, მორეცხონ იატაკი, ჭურჭელი და ა.შ. და არა აქვს მნიშვნელობა, რომ ამის მერე დედას უწევს აწმინდოს გუბეები, ხელახლა გარეცხოს თეთრეული – მთავარია, რომ ბავშვმა თავი სასარგებლოდ იგრძნოს შეძლოს ამგვარად გამოხატოს თავის სიყვარული. თუ უფროსი შვილი შეძლებს მონაწილეობა მიიღოს ახალშობილის მოვლაში, ძმა ან და აღარ იქნება უცხო და საშინელი არსება, რომელიც მთელ მშობლიურ სიყვარულს ართმევს. ეს ბავშვები მომავალში დაცული იქნებიან შესაძლო ეჭვიანობის აფეთქებისაგან. მაგრამ რა ქნან იმათ, ვისაც ბავშვობაში ასე არ გაუმართლა? ვისი დედაც ისე დაკავებული იყო, რომ ვერ შენიშნა უფროს შვილში ეს გრძნობა? იქნებ ბავშვი თავისი უთქმელი ბუნებიდან გამომდინარე მთელი არსებით თავს ისე აჩვენებდა, თითქოს უყვარდა ჩვილი, სინამდვილეში კი თავს გარიყულად გრძნობდა და ეჭვისაგან იტანჯებოდა? ასეთ ბავშვებში ეჭვი წლებთან ერთან ცოტა ყუჩდება, და შესაძლოა საერთოდ არ იჩინოს თავი, მაგრამ უეცრად, ზრდასრულ ასაკში, როცა უკვე მას თვითონ აქვს ოჯახი, შეიძლება ისეთი ძალით იფეთქოს, რომ ცხოვრება ჯოჯოხეთად ექცეს. თუ ეს შემთხვევა სწორედ თქვენ გეხებათ, პირველ რიგში უნდა ეცადოთ აპატიოთ საკუთარ თავს და მშობლებს. გააკეთეთ ეს სუფთა გულით. დედათქვენი არაა დამნაშავე, რომ ვერ შეძლო თქვენი დახმარება, როცა ეს ასე ძალიან გჭირდებოდათ. ახლა, როცა უკვე ყველაფერი წარსულშია, მოიხსენიოთ ლოდი გულიდან, და მაშინვე ყველაფერი გაგიიოლდებათ, ცხოვრება თავისუფლებასა და სიხარულს მოგგვრით. თქვენ ხომ უკვე წარმატებულად მიაყენეთ პირველი დარტყმა ეჭვის გრძნობას.

მეორე ნაბიჯი უნდა იყოს საკუთარი სტერეოტიპების ნგრევა. ბავშვობაში ალბათ ფიქრობდით, რომ თუ ბიჭი ეჭვიანობს, ესე იგი უყვარხართ. თუ თქვენ ეჭვიანობთ, ესე იგი გიყვართ. ეჭვიანობა სასიყვარულო რომანებში და სერიალებში ისეა წარმოდგენილი, თითქოს იგი სიყვარულის პირველი სიმპტომი იყოს, მაგრამ ეს ასე არ არის. ეჭვი საყვარელ ადამიანს თავისუფლებას ართმევს, და არა აქვს მნიშვნელობა, რამ გამოიწვია იგი: ლამაზმა მდივანმა, მისმა ნათესავებმა, მეგობრებმა, შვილებმა პირველი ქორწინებიდან თუ სამუშაოთი მეტისმეტად გატაცებამ.

ჭეშმარიტი სიყვარული მოწოდებულია ბორკილების ასახსნელად და ერთმანეთისაგან ტკბობისაკენ, ცხოვრების სიხარულისაკენ. ძალიან სწორ და ამ ხაზით წინ წასულად იქცა ჰიპების ფილოსოფია მათი თავისუფალი სიყვარულის კონცეფციით. თუ მათ ფილოსიფიაში უფრო ღრმად ჩაიხედებით, სექსუალური ექსპერიმენტების მიღმა აღმოაჩენთ სიყვარულის სამუდამო იდეას, თავისუფალს ეჭვისაგან, შურისაგან, შიშისაგან და სიძულვილისაგან.

ხშირად ეჭვის ფესვები იმაში მდგომარეობს, რომ არ გიფრთხილდებიან, არ ხართ ძვირფასი. ეს შიში ჩნდება დაბალი თვითშეფასების შედეგად. ხანდახან იგი ბავშვობაში ყალიბდება. თუ თავს ხელმოცარულად და წარუმატებლად გრძნობთ, მაშინ გეშინიათ საყვარელ საქმეს ხელი მოკიდოთ და ცდილობთ ფეხი აუწყოთ მათ, ვინც თქვენი აზრით უფრო წარმატებულია, ლამაზი და ნიჭიერი. საბოლოო ჯამში, თქვენ ქვეშეცნეულად ირჩევთ მამაკაცს, რომლსაც, მზად ხართ, თაყვანი სცეთ და თავი დაუხაროთ, რომლითაც შეგიძლიათ იამაყოთ. იგი თქვენს თვალში თქვენი ნაკლის კომპენსირებას ახდენს. მაგრამ გულში შიშობთ, რომ გადაგიყვარებენ, რომ მოიძებნება ქალი, უფრო ჭკვიანი, ლამაზი, ეფექტური, რომელიც უფრო ღირსეული იქნება თქვენი რჩეულისათვის, ვიდრე თქვენ. ამ შიშს შეუძლია კუთხეში მიგიმწყვდიოთ, რომლისგან თავის დაღწევაც ძალიან ძნელია. შევეცადოთ უფრო ღრმად ჩავწვდეთ ამ გრძნობის ბუნებას. ყოველი ადამიანი სამყაროს ისე ხედავს, როგორც თავის პატარა გალაქტიკას: იგი – მზეა, ხოლო სხვა დანარჩენი ადამიანები – პლანეტები, რომლებიც მის გარშემო ბრუნავენ და დამოკიდებულნი არიან მისივე სითბოზე და შუქზე. ამ ილუზიაში ყოფნისას, ძალიან გაკვირვებულები რჩებიან, როცა აღმოაჩენენ, რომ რომელიღაცა „პლანეტა’’ მათი „გალაქტიკიდან’’ სულაც არ იქცევა ისე, როგორც მან განსაზღვრა. ჩნდება უკმაყოფილება, ეჭვი, შიში, რომ მას მიატოვებენ. მაგრამ თუ საგნებს უფრო ფართოდ შეხედავთ, აღმოაჩენთ, რომ ყოველმა ადამიანმა, რომელსაც ასე თუ ისე ახლობლად თვლით, განსაზღვრა ასეთივე ტრაექტორია, რომლის მიხედვითაც თქვენ უნდა იბრუნოთ. და ხშირად ეს არ ესადაგება თქვენს აზრს საკუთარ თავზე. გამოსავალი იოლი და რთულია ერთნაირად: ისწავლეთ მიიღოთ ადამიანი ისეთი, როგორიც არის, და არა ისეთი, როგორიც გსურთ, რომ იყოს. მაშინ ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება.

რეკომენდაციები დაბალი თვითშეფასების მოსახსნელად და თავდაჯერების ასამაღლებლად დღევანდელ ლიტერატურაში ძალიან ბევრია. მაგალითად, ფენ–შუი, კარნეგის მეთოდიკა და ა.შ. მათი უმრავლესობა ეძღვნება საკუთარი თავის მიმართ სიყვარულის გაღვიძებას და აღზრდას. ყველაზე უკეთესი თერაპიაა საყვარელი საქმის კეთება. თანამედროვე ცხოვრების ტემპი ადამიანს ზოგჯერ საერთოდ არ უტოვებს ამისთვის დროს – თქვენ გეშინიათ უფრო ნაკლები ანაზღაურების, სარფიანი წინადადების ხელიდან გაშვების, და გამუდმებით გადასდებთ ხოლმე მომავლისათვის იმას, რაც სულში ჰარმონიას ქმნის. ამ დროს კი ცხოვრება ვალებში და ვალდებულებებში გადის. შეჩერდით და დაფიქრდით: განიჭებთ თუ არა სიამოვნებას ის საქმე და სამუშაო, რომლითაც დაკავებული ხართ? თუ არა, შეცვალეთ თქვენი ცხოვრება. თქვენ – თავისუფალი ადამიანი ხართ, და თავად ხართ დამნაშავე იმაში, რომ თქვენი ცხოვრება აუტანელია, და ესე იგი, შეგიძლიათ შეცვალოთ იგი უკეთესობისკენაც. შეწყვიტეთ თვითგვემა და გათავისუფლდით მსხვერპლის როლისაგან. საყვარელი ადამიანის გამო კი არ ამბობთ უარს რაიმეზე, არამედ საკუთარი თავის გამო. შეიყვარეთ თავი, მიეცით თავს იმის უფლება, რის ნებასაც ადრე არ აძლევდით. მაშინ შეძლებთ უკეთ გაუგოთ თქვენს თანამგზავრს და შეძლებთ არ დაიტოვოთ გულში ეჭვის მიზეზი, რომელიც ჟანგივით ედება ყველაფერ კარგს და კეთილს, რაც სიხარულსა და სიმშვიდეს გართმევთ.

                               
მიმაგრება:
კატეგორია: საუკეთესო რჩევები | ნანახია: 1801 | დაამატა: 27_MoPaRuLi_KoCnA | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]