მთავარი » 2010 » იანვარი » 2 » დილა მშვიდობისა ადამიანებო, მე ისევ დაგიბრუნდით...
7:30 PM
დილა მშვიდობისა ადამიანებო, მე ისევ დაგიბრუნდით...

დილა მშვიდობისა ადამიანებო, მე ისევ დაგიბრუნდით.გაიღვიძეთ ყველამ მინდა
ყველასგითხრათ ჩემი სათქმელი.მეკითხებით ვინ ვარ? ეხლავე აგიხსნით.მე ის
ვარ ვინც ამ დედამიწას ატრიალებს მე ის ვარ ვინც თქვენს გულებშია მე
სიყვარული ვარ. გამოფხიზლდით ადამიანებო მიმოიხედეთ თქვენს გარშემო
რამდენი სიბინძურე და ბოღმაა დაგროვილი. შემიყვარეთ ყველამ შემომიშვით
თქვენს გულებში რათა ამ ქვეყნად ბოროტება მოისპოს,მოისპოს შური ბოღმა
ყველაფერი ცუდი.მინდა რომ მთელი სამყარო სიყვარულით იყოს სავსე,მინდა რომ
ჰაერში სიყვარულის სუნი ტრიალებდეს,რომ ადამიანებს სიყვაურლით ქონდეთ
გამთბარი თვალები,რომ ირგვლივ სიყვაურლი,სიმშვიდე და ბედნიერება
სუფევდეს.მე ერთი პატარა არსება ვარ,პატარა მაგრამ ბევრის შემძლე,შემიძლია
ადამიანს ბევრი სიკეთე ჩავადენინო და შემიძლია ბედნიერად ვაქციო იგი.თქვენ
ალბათ გაინტერესებთ საიდან მოვდივარ ან რანაირი ვარ არა? ეხლავე აგიხსნით
ძვირფასებო.მე ვიბადები, ვიბადები უსასრულობაში ,ვიბადები
ღიმილით,სიტყვით,შეხედვით
შეხებით,ურთიერთობით,მეგობრობით,დედაშვილობით,მამაშვილობით
,დაძმობით,სიკეთით, გაზაფხულით, სილამაზით,მონატრებით, მე ყველაფრიდან
შემიძლია დავიბადო.ვარ ლამაზიც და უშნოც დიდიც და პატარაც,მკაცრიც და
რბილიც,უხეშიც და ნაზიც.ყვავილების და გაზაფხულის სუნი მაქვს,ცისარტყელას
ფერები მაქვს,ვარ მხურვალეც და ძალიან ცივიც,ახლობელიც და ამავდროულად
შორეულიც,შემიძლია ვიყო შენში და შენს გარეთ,შემიძლია გეჯდე ხელის გულზე
ან გულში და იქიდან გკარნახობდე ათას კარგ რამეს.ჯადოსნური რაგაცეების
გაკეთება შემიძლია.შემიძლია ბოროტი კეთილად ვაქციო,ღარიბი მდიდრად,უშნო
ლამაზად.ზოგი იძახის რომ სიყვარული ყოველთვის კარგი არააო,მას ხშირად
ტანჯვაც მოყვებაო.კი მომყვება ტანჯვაც და ტკივილიც, ისინი ჩემი დები არიან
და ხშირად ასეც ხდება ,მაგრამ მერწმუნეთ რომ მე იმ ნატანჯ ადამიანებს უფრო
მეტად ვწყალობ.ვეფერები და ვესალბუნები,მათ უფრო მეტს ვაძლევ ვიდრე სხვებს
უბრალოდ ამისთვის დრო მჭირდება ხოლმე.იცით როგორ მიყვარხართ ადამიანებო?!
თქვენ ამას ვერც კი ამჩნევთ ყოველ დღე დაგფარფატებთ თავზე მილიონ
ნაწილებად დაშლილი,დაქუცმაცებული და ყველას თქვენ წილ ბედნიერებასა და
სიყვარულს გჩუქნით.ოდესმე შეყვარებული ადამიანის თვალებში თუ ჩაგიხედავთ?
თუ არა აუცილებლად ჩაიხედეთ და დარწმუნდებით რომ ამქვეყნად ყევლაზე ლამაზი
თვალები შეყვარებულ ადამიანს აქვს.მე ყველანაირი სიყვარული ვარ.ვარ
დედაშვილური,მამაშვილური,დაძმური,მეგობრული,ქალვაჟური და ასეშემდეგ.ვარ
სხვადასხვა და ვარ ერთი მთლიანობა.მე სიყვარული ვარ ის სიყვარული რომელიც
ამ მძიმე დედამიწას აბრუნებს და ატრიალებს,ძალა ვარ რომელიც ადამიანებს
სიცოცხლის ხალისს და ბედნიერებას ანიჭებს.ეხლა თვითოეულ თქვენგანთან ვარ
მანდ მარჯვენა ან მარცხენა მხარზე   ყურთან ჩამოსკუპებული და ამ სიტყვებს
ყურში ჩაგჩურჩულებთ.შემიყვარეთ ადამიანებო გამიღეთ გულის კარები,გაიღიმეთ
რათა თქვენში დავიბადო და გაგხადოთ ბედნიერები.მე ყველა
მიყვარხართ.მიყვარხართ და ყველას გულში გიხუტებთ,ვიბადები თქვენში და
სიცოცხლის ბოლომდე თქვენთან ვრჩები,იმიტომ რომ თქვენით ვცოცხლობ
ადამიანებო.გიყვარდეთ და შეგიყვარებენ,იყავით ბედნიერები და სხვაც
გააბედნიერეთ,გაიღიმეთ და გაჩუქებენ ბევრ ღიმილს,ისწავლეთ სიყვარული და
ყველაფერი კარგად იქნება.მიყვარხართ ადამიანებო მიყვარხართ !!
!


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ჩანახატები | ნანახია: 2031 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]