მთავარი » 2010 » მარტი » 3 » დიდმა პრომეთემ ზევსს მოსტაცა უკვდავი ცეცხლი,
11:48 PM
დიდმა პრომეთემ ზევსს მოსტაცა უკვდავი ცეცხლი,
* * *
დიდმა პრომეთემ ზევსს მოსტაცა უკვდავი ცეცხლი,
ადამიანებს უწყალობა სინათლე სითბო,
რადგან უყვარდა ადამისძე ღმერთისგან კრული,
სურდა გაეგოთ ამ მოკვდავთაც ცხოვრების სიტკბო,
სამაგიეროდ რა მიიღო სიყვარულისთვის?
რითი შეამკეს ეს ღმერთ კაცი სიმართლის მჩენი
სხეულის კორტნა და ტყვეობა სამარადჟამო.
ასეთი იყო პირქუშ ზევსის მსჯავრ-განაჩენი.
"არა კაც კლაო” – ქადაგებდა იესო ქრისტე,
"შეიყვარეო უცხო კაცი შენს თავზე მეტად,
პატივი ეცი გაჭირვებულს სუსტს და დავრდომილს,
სხვისი დუხჭირი მიგაჩნდესო საკუთარ სევდად”
სამაგიეროდ რა მიიღო სიყვარულისთვის?
რითი შეამკეს ეს ღმერთკაცი სიკეთის მჩენი,
-სხეულის გვემა ჯვარზე გაკვრა ტანჯვით სიკვდილი.
ასეთი იყო რაბინების მსჯავრ განაჩენი.
არსუკიძემ კი ზე აღმართა სვეტიცხოველი,
მას შეალია სიჭაბუკე ლამაზი ხანა,
რადგან მას სწამდა – ერისათვის იღვწოდა იგი,
რადგან უყვარდა გულის სწორი და ეს ქვეყანა.
სამაიეროდ რა მიიღო სიყვარულისთვის?
რითი შეამკეს ეს ღმერთკაცი სიკეთის მჩენი?
მკლავის მოკვეთა სატრფოსაგან განცალკევება,
ასეთი იყო მოშურნე მტრის მსჯავრ განაჩენი.
მე შენ მიყვარხარ აი ჩემი დანაშაული,
დაბორიალობს ჩემი სული ოცნებით მთვრალი,
მსურს ვეამბორო შენს ნაკვალევს მწვანე ბალახზე,
ჩემო ტემიდავ შენ აწონე ეს ცოდვა ბრალი,
თუმც უკვე ვიცი რას მივირებ სიყვარულისთვის,
ჩემო ღმერთქალო დაგელოცოს მაინც გამჩენი,
"დაე ცალმხრივი სიყვარულით დაიტანჯოსო”
ასეთი არის შენი მკაცრი მსჯავრ განაჩენი


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1933 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]