მთავარი » 2010 » იანვარი » 23 » დიდი მზე
11:34 PM
დიდი მზე



პატარა ბიჭი მისჯდომოდა მერხს; წინ ფერადი ფანქრები ეწყო; დიდი, ქათქათა
ფურცელი გაეშალა და თვალებით თავს დასტრიალებდა, სულს ჰბერავდა.
`დავხატავ,……. . . დავხატავ ცას, ბალახს, ყვავილებს, ჩიტებს. მერე ვაჩვენებ
მასწავლებელს, ხუთიანს დამიწერს და დედას გავახარებ მამასაც გაუხარდება~
`ყვავილი . . . პატარა, თეთრი ხელით მოხაზა წრე გააფერადა, მერე აიღო ლურჯი
ფანქარი და უცნაური, მრუდი ხაზებით შეაერთა ყვითელ წრესთან.
`მხატვარი უნდა გამოვიდე! მტკიცედ გადაწყვიტა პატარამ, როცა ყვავილის მეოთხე
ფურცელიც გააფერადა.
--- რას ხატავ? --- ჰკითხა მასწავლებელმა და უდარდელად დახედა ნახატს.
--- ეს იაა, მასწავლებელო, მამამ დამანახა სოფელში, მართლაც პატარა იყო,
მაგრამ ძალიან ლამაზი! ატიკტიკდა ბიჭი. მერხებს შორის მოსიარულე
მასწავლებელი კი უკვე სხვა ბავშვებს უმოწმებდა ფარად ფიქრებსა და ოცნებებს.
`ჰო, მხატვარი უნდა გამოვიდე. Uუნდა ვხატო და ვხატო . . .. მერე დედასაც
დავხატავ, მამამსაც, ჩემ თავსაც, ვიქნებით სამნი ერთ ნაზატზე. Mმერე იმ სურათს
ჩემი საწოლის გვერდით, ფისუნიების გვერდით დავკიდებ. . . მხატვარი უნდა
გამოვიდე!~
უკვე მოეხატა ფურცელი მწვანე ბალახით, ყვავილებით, ჩიტებით. დახატა ცაც,
ყველაფერი დახატა მზის გარდა.
`მზე, მზე დამრჩა, მზე რომ არ იყოს, ნახატი ხომ ბნელი იქნებოდა ---- გაუელვა
ბიჭუნას ---- მზე, . . . მაგრამ როგორ დავხატო მზე?
მოწიწებით, აიღო ყვითელი ფანქარი:
`მზე დიდია! მამამ ხომ მითხრა, მზე ყველაზე დიდიაო, მიწაზე დიდიაო მზე, მზე .
. .~---- ბუტბუტებდა ბიჭი და უზარმაზარი მზე მოხაზა ცაზე. მერე ნელა,
გულმოდგინედ შეუდგა გაფერადებას. --- ოცნებობდა და აფერადებდა. შეავსო.
ძალიან, ძალიან ნათელი იყო მიჭუნას მზე, ნათელი და საოცრად დიდი.
Mმასწავლებელმა ჩამოიარა, ნახატები სწრაფად აკრიფა; ბოჭუნას ნახატიც ჭრელა-
ჭრულა ნახატებს შეურია; მერე კი საკლასო ოთახის კედლებში ჩვეული სიჩუმე
გამეფდა. მასწავლებელი ნამუშევრებს ამოწმებდა. ცოტა ხნის შემდეგ კი ყველას
თავისი ნახატი დაუბრუნა. ბიჭი მომლოდინე შესცქეროდა ქუსლების კაკუნით
მოახლოებულ მასწავლებელს, ბოლოსთვის რომ შემოენახა მისი ნახატი. თეთრი
ფურცელი მოცელილივით დაეცა მერხზე და ნათელი მზის ნაცვლად წითლად
მოხაზულმა, დაგრეხილმა ორიანმა მოსჭრა თვალი. . .
რიხიანად აზრიალდა სკოლის ზარი _ გაკვეთილი დამთავრდა:
აფუსფუსდნენ ბავშვები _ ყველა საკუთარი ნივთების ალაგებას შეუდგა.
მარტო ბიჭუნა იჯდა მერხთან გაუნძრევლად, თავჩაქინდრული.
_ რა მოგივიდა? _ ჰკითხა მასწავლებელმა, ხელი ნიკაპქვეშ შეავლო და
თავი ააწევინა:
ბიჭს თვალები ცრემლებით ავსებოდა, შერცხვა და თავი ისევ დახარა.
_ რატომ სტირი, ორიანი რომ მიიღე იმიტომ ? _ გაიკვირვა მასწავლებელმა,
ნახატი აიღო, ორივე ხელით ზემოთ ასწია და ხმამაღლა გამოაცხადა:
_ ბავშვებო, გინახავთ ამხელა მზე?! ახმაურებული ბავშვები წუთით
გაჩუმდნენ, ყველა ბიჭის ნახატს მიაჩერდა, მერე კი, ერთბაშად გამაყრუებელი
სიცილი ატეხეს.
სკოლის ეზოდან გამოსულ ბიჭუნას უცნაურად ემძიმა ჩანთა, მაგრამ მაინც
მსუბუქად და ამაყად მოიკიდა მხრებზე. მას ხომ ჩანთით ორიანთან ერთად
დიდი და ლამაზი მზე მოჰქონდა...
იოსებ ხუციშვილი VII კლასი

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ისტორიები | ნანახია: 1934 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]