მთავარი » 2010 » მარტი » 19 » დღეს უშენობის...
2:15 PM
დღეს უშენობის...
,,დღეს უშენობის სახლში მიწევს 
მე არსებობა, 
თითქოს ლოდინიც გათანგულა 
ცრუ მოლოდინით, 
ვცდილობ განვაგრძო უშენობით 
ჩემი ცხოვრება, 
თავდაკარგული გადაჩვევას 
ავედევნები... 

დღეს უშენობის მერამდენე 
წუთებს დავითვლი, 
დრო და წამები მატარებენ 
ხელის გულებზე, 
შენთვის ვინ იცის, იქნებ სწრაფად 
მიქრის დღეები, 
ჩემთვის კი... ვითვლი, უშენობის 
საუკუნეებს... 

დღეს უშენობის ოცნებებში 
მიწევს გაფრენა, 
ახლა ფიქრებმაც უმიზეზოდ 
იწყეს ჩაფერფვლა, 
სიკვდილის ჩრდილი აედევნა 
სიცოცხლეს ლანდად, 
იქნებ კონტურებს მიღმა ვცადო 
შენი დაკარგვა... 

დღეს უშენობის ვეგებები 
მერამდენე სხივს, 
თითქოს მძულს კიდეც გაყინული 
გარიჟრაჟები, 
ღამის ქარიშხალს გავუწოდებ 
თითებს გაცრეცილს, 
სხეულს დავტოვებ, ასე უხმოდ 
გავედევნები... 

დღეს უშენობის მერამდენე 
სტრიქონებს დავწერ, 
თუმცა სიტყვები ფერს კარგავენ 
გრძნობების ფონზე, 
ისე მიყვარხარ აი ახლა... 
გაგიჟებამდე... 
მონატრებას კი...ხიდად გავდებ 
გადაჩვევამდე..."


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1020 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]