მთავარი » 2010 » იანვარი » 1 » დღეა, მზე ცას ანათებს, ღამეა, ცა ვარსკვლავებით არის მოჭედილი...
11:59 PM
დღეა, მზე ცას ანათებს, ღამეა, ცა ვარსკვლავებით არის მოჭედილი...

დღეა, მზე ცას ანათებს, შენ ჩემს გვერდით ხარ, შენს თმებს ვეფერები, გეუბნები რომ მიყვარხარ შენ კი მეხვევი და მეუბნები რომ ყოველთვის ჩემთან იქნები, რომ ყოველთვის გეყვარები, ტუჩებით შენს ტუჩებს ვეხები და შენ მკოცნი, შენს მკერდს ვეამბორები შენ კი სიყვარულით აღსავსე თვალებით მიყურებ და მეუბნები რომ გინდივარ.
ჩვენ ერთად ვართ და მინდა ეს უსასრულოდ გაგრძელდეს, მაგრამ უეცრად მზე ჩადის და ირგვლივ ყველაფერი კვდება.....

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ღამეა, ცა ვარსკვლავებით არის მოჭედილი, მე მათ ვუყურებ, მათ სიღრმეში ვიძირები და იქ შენ გეძებ, მაგრამ ვერ ვხვდები რატომ, შენ ხომ ჩემს გვერდით ხარ:
შენს თმებს ვეფერები, გეუბნები რომ მიყვრხარ, მაგრამ შენ არ მპასუხობ, ტუჩებით შენს ტუჩებს ვეხები, მაგრამ შენ არ მკოცნი, შენს მკერდს ვეამბორები, შენ კი გაუნძრევლად წევხარ და არაფრისმთქმელი თვალებით ცას მისჩერებიხარ, შენ ცივი ხარ, ძალიან ცივი, როგორც სიკვდილი, მე კი ვუყურებ ვარსკვლავებს და მათ სიღრმეში შენ გეძებ, მაინც არ მჯერა რომ შენ მკვდარი ხარ.
ნუთუ ასე ადვილად მოკვდა შენი სიყვარული?!
ნუთუ ვეღარასდროს ვიქნებით ერთად?!

შენ გეკითხები მშვიდად რომ წევხარ!
შენ გეკითხები დაუნდობლად რომ ანგრევ ყველაფერს!
მე შენ გშორდები! მივდივარ შენგან!
იქ, ვარსკვლავების სიღრმეში!
იქ, სადაც შენ ხარ ...


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ჩანახატები | ნანახია: 1464 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]