მთავარი » 2011 » ივნისი » 28 » დეპრესია ...
11:11 PM
დეპრესია ...


დეპრესია

უაზრო ლოდინი..
შავ-თეთრად სამყარო..
ცდილობ, რომ ლოგინის გარშემო დაყარო
წიგნები _
პირამდე სავსე და დაღლილი
სხვების ტკივილებით..
ეძებო ნამდვილის
ყალბთან შეფარდება..
რომ არ გეზარება, ისე დააპურო
ფურცლები ავპირი
შენი ტკივილებით..
სხვისას შეუხამო შენი დარდის ტონი..
იცი, რომ წიგნები ჯვარცმად გეგულება..
წიგნები _
სულ სხვების დარდის და ტკივილის
ჭრელი და ზარმაცი,
უშნო კრებულები..
და ვერ ეგუები
სარკიდან გადმოსულ
სახეს და..
თვალებს და..
ანფასს და..
პროფილს და..
ჩააქრე შუქი და
ეშმაკი გადმოსვი
უცნობი პოეტის
ნაცნობი სტროფიდან..
ამ კატასტროფიდან
ეძებე საშველი, ისე, რომ
თან გინდა, თან _ არა..
(თან ყავა!)
ჩაიცვი,
ან სულაც შიშველი კისერი
ყულფს შემოახვიე...
ან ყულფში გაყავი..
ჰოო.. ყულფში გაყავი..
ესაა მიგნება!
წააგე!
და ახლა რულეტზე ზეროა..
დღეს შიში იქნება
იმაზე ცხელი და
იმაზე მაღალი ,
ღრუბლებში მზე როა..
ინატრე ვინმე და
თითქმის მოუყევი
როგორ ისულდიდე,
როგორ იმარტოვე..
სხეული საკიდზე ნათხოვარ ქურქივით
უღვთოდ მიაკიდე..
ისე მიატოვე..
მერე ეავტორე
ტკივილს უსაშველოს..
მუჭში ჩაიტოვე
სევდის ნასამალი
დადექი სასწორზე..
ოღონდ უსხეულოდ..
არ გაქვს გასამხელი..
აღარც დასამალი..
თუმცა, არ გგონია
სულიც თუ ცრუვდება..
აპირებ ხვალისთვის _
იწყევლო თავბედი..
დღეს კი აგონია ასე დასრულდება..
შენ და ეს ლექსებიც
ასე დამთავრდებით..
ხვალ კი _ გათენდება
ღამე ნასიზმრები..
მღვრიე ფერებით და
სავსე გაბრუვებით..
და დღე გაგრძელდება..
უაზრო ლოდინით..
გამოფხიზლებით და
ყულფთან დაბრუნებით..

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 2253 | დაამატა: 27_MoPaRuLi_KoCnA | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]