მთავარი » 2010 » იანვარი » 2 » დაუსრულებელიერთიდაიგივეობა
7:04 PM
დაუსრულებელიერთიდაიგივეობა

დაუსრულებელიერთიდაიგივეობა, ილაპარაკე და მოგისმენ. ხშირად ასეც ხდება,ვუსმენთ ერთმანეთს და არ გვესმის. დავყრუვდით და არ ვიცით ერთმანეთს როგორ გავუგოთ. დავიღალეთ და სხვებიც დავღალეთ.
  უაზრო როლების
ზეპირობაში ძვირფასი წუთები გაგვყავს. წავალთ, სადღაც წავალთ და მერე
ვეღარ დავბრუნდებით. დავივიწყებთ და მერე გული დაგვწყდება. გავა, დრო
გავა, წყენა გაგვივლის და ... და მივხვდებით, რომ დავაგვიანეთ.

  მერე ისევ ახლიდან დაიწყება ყველაფერი და ისევ დიდ შეცდომას დავუშვებთ.
დავკარგავთ იმას, ვისაც ვეძებდით და ცინიკურად ჩაგვეცინება. თავს მაღლა
ავწევთ და   ვიამაყებთ ამით.

  დაფასება, გადაფასება, გახსენება მერე აღიარება. წარსულის  
გადათვალიერება, თვალის დახუჭვა, მონატრება, შეყვარება და გადაყვარება.
დაგეგმილი ურთიერთობა, წარმატებული განხორციელება, სამაგიეროს გადახდა და
სიხარულისა და გამარჯვების სანუკვარი განცდა.

  მარტო დარჩენა, ყველას უარყოფა, გაუცხოება, უეცრად მიღებული შედეგი, მაინც თავის მოტყუება, უაზრო გამომეტყველება............

  წასვლა, წასვლა და წასვლა.


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ჩანახატები | ნანახია: 1218 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]