მთავარი » 2010 » იანვარი » 3 » დასაწყისი.ევოლუცია.
0:39 AM
დასაწყისი.ევოლუცია.

დასაწყისი.ევოლუცია.
მშვენიერი ამინდი დგას.თბილა.მეც ჩემთვის მივსეირნობ ამ უღრან ტყეში. უღრანი? არაა...ეს სიტყვა არ შეესაბამება ასეთ სილამაზეს,რასაც აქ ვხედავ.
ეს ნეტა რა ხევია?ჩასვლას ვიწყებ.დაშვებას.თითქოს არსაიდან იწყება და იქვე თავდება...ნახევარი საათია რაც ჩავდივარ.ხევი უფრო და უფრო ღრმავდება,დასასრული კი არ უჩანს...დავიღალე...იქვე დიდი ლოდი გდია,ხავსი ისე აქვს შემოხვეული,რომ ხავსის გეგონება...ვეყუდები...არც კი ემჩნევა,რომ ქვაზე ვარ მიყუდებული ისეთ სირბილეს და სინაზეს ვგრძნობ.
გარემოს თვალიერებას ვიწყებ.ხეები თითქოს გამაღლებულან...მზეს ფარავენ...ამ ხევში რომ ვიყურები დასასრულს მაინც ვერ ვხედავ...ქვევით, სულ ქვევით რაღაც ნისლი მოჩანს...მარჯვნივ ვიხედები და....ქოხი? ქოხს აქ რა უნდა?ვდგები და ნელ-ნელა ვუახლოვდები.
არც ისე დიდი ზომის,ხის ქოხია.ნეტავი თუ ცხოვრობს ვინმე? არამგონია.მასში შევდივარ.ასეთივე ხის იატაკი ჭრიალით მეგებება...არაფერი არ არის შიგნით გარდა...კედელზე ჩამოკიდებული სურათისა,რომელიც "დროს" გაუხუნებია და ახლა მხოლოდ თვალებს ვხედავ...ლამაზ,სულში ჩამწვდომ თვალებს,რომლებიც კედლიდან მიყურებენ და სულის კუთხე- კუნჭულს მითვალიერებენ.მზერას თვალს ვარიდებ და დაბლა ვიყურები. კარები? ალბათ სარდაფში ჩადის.მრგვალ რკინის სახელურს ვწევ და ნესტი და მტვერი ერთდროულად იჭრება,ასეთივე ოთახში.
კიდევ კიბეები...სულ 5-იოდე საფეხური.ჩასვლას ვიწყებ.საშინელი სიბნელეა...კიდევ კარგი ასანთი წამოვიღე.რატომ წამოვიღე? მე ხომ არ ვეწევი...რავიცი,უბრალოდ ხელს გამოვაყოლე...ასნთს ვანთებ და ჩემს პირდაპირ რაღაც ლანდს ვხედავ...მასაც ასანთი უჭირავს და მე მომჩერებია...ცოტა რომ ვაკვირდები...ვხვდები რომ უზარმაზარი ხის სარკეში ვიყურები,რომელიც სარდაფის შუაგულში დგას.აქეთ-იქით ვიყურები.პატარა მაგიდა დგას.მაგიდაზე სანთელი დგას,ჟანგიან შანდალში.სანთელს ვანთებ.ვუახლოვდები ჩემს გამოსახულებას და პირდაპირ თვალებში ვუყურებ.რაღაც არაბუნებრივ სიმშვიდეს ვგრძნობ...ყურებას ვაგრძელებ.სარკეში ახლა მხოლოდ სიბნელე ჩანს...თუმცა არა...პატარა წერტილს ვხედავ შუაგულ სიბნელეში,ნაკვერჩხალივით მოელვარეს.ვაკვირდები.აი მეორეც გაჩნდა,პირველის გვერდით.საიდან გაჩნდა? უბრალოდ პირველმა თავისი თავი...გაიმეორა...აი კიდე ერთი...მეორე და უკვე მანათობელი წრფე შიექმნა...ახლა წრფე იწყებს თავის გამეორებას,ტრიალს,ბრუნვას და უკვე წრე მივიღეთ...წრე? ...წრე თავის გამეორებებს და მოძრაობებს იწყებს...ჩნდება მრავალი მანათობელი წრე და სხეული...თვალუწვდენელი,როგორც ხევი...გალაქტიკა...მრავალი გალაქტიკა...დედამიწა...ნული...არაფერი და ყველაფერი...ერთი პატარა მანათობელი წერტილისაგან წამოსული...ან იქნებ სარკეში ჩანდა პატარა? კი ნამდვილად სარკში...
სანთელი ქრება...ხელის ცეცებით ამოვდივარ სარდაფიდან.ოთახი ისევ ისეთია...კედლიდან ორი თვალი მიყურებს.ღიმილით მიყურებს...სახლიდან გამოვდივარ და კვლავ მაღლა ვიწყებ ასვლას...არ მაინტერესებს სად მთავრდება ხევი...აღარ მაინტერესებს.


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ჩანახატები | ნანახია: 1263 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]