დასასრულის დასაწყისი… ან პირიქით... - 11 თებერვალში 2011 - Sikvaruli.uCoz.NeT - სიყვარული
მთავარი » 2011 » თებერვალი » 11 » დასასრულის დასაწყისი… ან პირიქით...
12:02 PM
დასასრულის დასაწყისი… ან პირიქით...

 სიყვარული გამილექსე თავიდან,

მე არა მწამს გაყინული ფიცის,
ჩემს მაგივრად წვიმა ცრემლებს მოგიტანს,
ცრემლებს, შენ რომ ჩემს ტუჩებთან უცდი.

სიყვარული გამილექსე თავიდან,
მაპატიებს ამ წვალებას ღმერთი?
შენ შენებურ თბილ სიყვარულს ელი და
მე კი ისევ ჩემს ტკივილებს ვებრძვი.



სიყვარული გამილექსე თავიდან,
თან წადი და არ წახვიდე გესმის?
შენს ლექსებში მოფერებას ველი კვლავ...
სიზმარია? თუ გემბანზე მიცდი.

სიყვარული, გამილექსე თავიდან
ცხოვრება მაქვს არც თუ ისე მშვიდი
შენს ხელებში მომაკვდავი მტრედი ვარ.
მე სიკვდილიც ჩემებური ვიცი.

სიყვარული გამილექსე თავიდან,
დრო ამ წუთებს, მოგონებებს უცვლის,
დავრჩით ასე... ჩვენ მესამე ნეკნიდან,
  ცალ-ცალკე და ერთად ორი გიჟი.

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 340 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]