მთავარი » 2010 » მარტი » 17 » დამხატე
3:37 PM
დამხატე
-დამხატე 
დამხატე მასზე ლამაზად ვიდრე ვიცინი 
დახატე მკვეთრად ჩემი სახე 
ჩემი სიცილი 

-დამხატე ვიდრე ლამაზი ვარ 
ვიდრე ბავშვი ვარ 
ვიდრე მშობლიურ მიწა-წყალზე 
კენტად დავდივარ. 

-დამხატე... 
მერე შეაწითლე სისხლის ტუჩები 
ფეხქვეშ გამიგე საქართველოს ძველი ქუჩები 

-დამხატე! 
ვიდრე წყლისფერია ჩემი თვალები. 
დამხატე, მხატვრებს არასოდეს დავემალები 

-დამხატე ვიდრე ჩაეძინა ჩემზე ფიროსმანს 
ვიდრე, შედევრებს სამოთხიდან 
ყანწით გილოცავს 
დამხატე ძმაო, სილამაზეს ფუნჯით ებრძვიან 
დამხატე ვიდრე მივიღებდე სახეს სევდიანს... 

-დამხატე, ტილოს მოუხდება 
ჩემი სიცილი 
დამხატე მასზე მხიარული 
ვიდრე ვიცინი....


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1186 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]