მთავარი » 2010 » მარტი » 12 » დაკარგულ მუზებს....
10:19 PM
დაკარგულ მუზებს....
ჰეი როგორ ხართ.....
მომენატრეთ. ძალიან მომენატრეთ. იცი როგორ მომენატრეთ? ტკბილ სიზმარს რომ ნახავ და შემდეგ მთელი დღე იმ სიზმარზე ფიქრობ და ოცნებობ, კიდევ ერთხელ განმეორდეს.
სიზმარსა და თქვენს შორის რა თქმა უნდა განსხვავებააა, სიზმარი შეიძლება კიდევ ერთხელ დაგესიზროს, აი თქვენ კი მართლა აღარასდროს განმეორდებით. უკვე შორს ხართ გადაკარგულები. იქნებ ერთმანეტიც გაიცანით, დაქალობთ, უერთმანეთოდ ვეღარ ძლებთ, ის კი აზრადაც არ მოგსდით რომ საერთო ადამიანის მუზა იყავით. ალბათ შეიცვალეტ, მას შემდეგ ხომ წლებია გსული. ვინ იცის, ქუჩაში რომ სევხდეთ ვიცნობტ ერთმანეთს/ თუმცა რატომაც არა. მე არ შევცვლილვარ, ისევ ის ღიპიანი, ცუდად ჩაცმული უსაქმური ვარ, რომელსაც ჰგონია რო წერა შეუძლია და დაუნდობლად ხარჯავს თაბახის ფურცლებს. ისე ერთერთი თქვენგანი მეუბნებოდა, დიდი ცოდვილი ვინმე ხარო, თეთრ ფურცლებს ისე ბილწავ, როგორც ჩვენს სულებსო. სასაცილოა არა? მე ვინ უნდა წავბილწო, ზოგჯერ თუ სითბ და მოფერება მომინდება ეს სულების წაბილწვაა? ეშმაკმა იცის, ალბათ ჩემი მოფერება მართლა ადამიანის წაბილწვაა, მე ხომ თავიდან ბოლომდე წაბილწული სუბიექტი ვარ..არც დამიჯერებთ რომ ვთქვა, ყველა თქვენგანსი ანგელოზს ვხედავდი მეთქი. მინდოდა ყველა თქვენგანი ანგელოზივიტ წმინდა ყოფილიყო რომ ჩემი წაბილწული სული თQვენი სიწმნით გამემხნევებინა, მაგრამ ანგელოზები ცოდვილტან ხომ ცოტა ხანს, უსაშველოდ ცოტა ხანს რჩებიან....მე მაინც მადლობელი ვარ თქვენი..თქვენ რომ არ ყოფილიყავით ჩემი მოგონებების ნიშა სულ ცრიელი იქნებოდა..ვინ გამახსენდეს, ვინ მომენატროს, ვისზე ვისაუბრო მტვრალმა და გათიშულმა? ანგელოზებმა უკვე საბოლოოდ მიმატოვეს, გაფრინდით და გაფრინდნენ. გარშემო მხოლოდ დემონებს ვხედავ, რომლებიც ჩემში ასევე დემონს ხედავენ და ახლოს არ მეკარებიან. დიდრონი ფრთების შხუილით ჩამივლიან ხოლმე გვერდით და გულიც თან მიაქვთ. დაბრუნდით მეტქი დავუძახებდი, მაგრამ ხმა არ ამომდის, ვხავივარ, ვფართხალებ, ჯოჯხეთის ალი მწვავს. ცეცხლი სულ უფროდაუფრო ზემოთ ამოდის. ზეცა კვამლით იფარება. ანგელოზების კონტურები თურა გაიელვებს. მათი სითბო ჩემამდე ვეღარ აღწევს. ვიწვები და სითბოს ნატრული ვიყინები

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ჩანახატები | ნანახია: 1105 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]