ჩემთვის უშენოდ გაზაფხული არასდროს მოვა... - 28 ივნისში 2011 - Sikvaruli.uCoz.NeT - სიყვარული
მთავარი » 2011 » ივნისი » 28 » ჩემთვის უშენოდ გაზაფხული არასდროს მოვა...
9:17 PM
ჩემთვის უშენოდ გაზაფხული არასდროს მოვა...


ისევ დათბება, ქარი ჩადგება, შეწყდება თოვა,

მზე თავის სითბოს უწილადებს გაყინულ მიწას,
მერცხლებთან ერთად გაზაფხული ნამდვილად მოვა
ჭირვეულობა დამთავრდება ალბათ მარტისაც.
აპრილთან ერთად აყვავდება ალბათ ბუნება
აზვირთდებიან უთავბოლოდ მდინარეები,
გამოცოცხლდება ადამიანთა მკვდარი გუნება,
რტოებს გაშლიან გაცოცხლდებიან მცენარეები.
მაისში ალაბთ კოკორს გაშლის უკვდავი ვარდი
და დაიწყება ვარდი მიმართ ბულბულთა ლტოლვა,
მაგრამ რად მინდა, მომაწვება სევდა და დარდი,
ჩემთვის მაისში დაიწყება მუდმივი გლოვა,
მე მირჩევნია იყოს ზამთარი და იყოს თოვა,
ჩემთვის უშენოდ გაზაფხული არასდროს მოვა...

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1238 | დაამატა: 27_MoPaRuLi_KoCnA | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]