მთავარი » 2010 » მაისი » 14 » ჩემი ცრემლების ღირსი არა ხარ !
1:33 AM
ჩემი ცრემლების ღირსი არა ხარ !
დასანანია,რომ ეს თვალები ტირის შენს გამო, 
მაგრამ შენ ამას მე არასოდეს არ დაგანახებ, 
რატომ მოგინდა ჩემი ოცნების პრინცს შეეხამო, 
დიდი ხანია დავივიწყე ეგ შენი სახე. 

მაგრამ ვაი,რომ არ შემიძლია სხვა შევიყვარო 
ეს სიყვარული ჩემი ცხოვრების დასაბამია, 
მე აღარ ძალმიძს ტირიფებივით ცრემლები ვღვარო, 
უღირსებისთვის ამდენი ფიქრი დასანანია. 

სამწუხაროა ჩემი რომანის გმირი არ იყო, 
ეპიზოდებში მე მიგამსგავსე გაყინულ ლოდებს, 
დასანანია ეს ყველაფერი სპექტაკლი იყო 
დასანანია,რომ ასე კარგად ვთამაშობთ როლებს.


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1149 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]