ჩემი თავის გარდა არსად გავიშვები.... - 24 ივნისში 2011 - Sikvaruli.uCoz.NeT - სიყვარული
მთავარი » 2011 » ივნისი » 24 » ჩემი თავის გარდა არსად გავიშვები....
0:37 AM
ჩემი თავის გარდა არსად გავიშვები....



ჩემი თავის გარდა არსად გავიშვები,

ისე ახლოს არის ახლა გაგიჟება,
თმებში ყრუვდებიან წვიმის კლავიშები,
კადრი - აურასწვიმს - მოჩანს კლავიშებად.

დღეებს უშენობა დაუშნოვებია,
მსგავსი ამინდები ტკივილს მიორებენ,
გარეთ აწყვეტილი წვიმის ომებია,
ხოლო ფანჯრებია მოროდიორები -

ჩვენი ოცნებების, რადგან აღარ გვესმის,
რადგან ვეღარ ვფიქრობთ,
რადგან,
რადგან,
რადგან,
ისე გეთანხმები უკვე არაფერში,
როგორც ნაბიჯების უკან არგადადგმა.

ლექსებს მივიწყების ყულფი მოვაზომე,
ახლა სტრიქონ-სტრიქონ ვეძებ მიმალულებს,
ღმერთის კარზე ახლად შემდგარ მონაზვნების
მსგავსად საეჭვოა უკვე სიყვარული

და მეც ჩემი ქნარი მკერდს მაქვს მიდებული,
ჩემი ეკლესიაც უმარტოვესია,
მოვალ წვიმაში და ხელჩაკიდებული,
სხვისი შვილებივით მომყავს პოეზია.

კადრი - აურასწვიმს - მოჩანს კლავიშებად,
თმებში ყრუვდებიან წვიმის კლავიშები,
ისე ახლოს არის ახლა გაგიჟება,
ვგრძნობ რომ ლექსის გარდა არსად გავიშვები.

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 317 | დაამატა: 27_MoPaRuLi_KoCnA | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]