ბობოქარი ზღვა... - 13 მარტში 2010 - Sikvaruli.uCoz.NeT - სიყვარული
მთავარი » 2010 » მარტი » 13 » ბობოქარი ზღვა...
5:10 PM
ბობოქარი ზღვა...
ბობოქარი ზღვა... 
ჯიუტი სანაპირო... 
იბრძოდა ზღვა...
ნებდებოდა სანაპირო... 
- და ზღვამ გაიმარჯვა... 
- ... მაგრამ რაში? 
- როგორ თუ რაში?! განა არ იცი რამდენი ხე იდგა სანაპიროზე? ახლა კი შეხედე... მხოლოდღა ერთი იფანია დაშთენილი ვითარცა სიმბოლო... სხვა ირგვლიმ მყოფნი ზღვამ ჩამოაშორა მას და იგი დაიტოვა საკუთრად მისდა... აბობოქრდება,.. აათამაშებს თავის ტალღებს და გულში იკრავს იფანს (ნეტარებისგან ცახცახებს თითქოს): ბედნიერია, რომ მხოლოდ მისი საკუთრებაა და ვერასოდეს ვეღარ დაიპყრობს სხვა, მაგრამ... დამშვიდდება და უკანვე ბრუნდება თავის სამყოფლოში; მხოლოდ შორიდან ჭვრეტითღა ტკბება თავის საკუთრებით...
-ეგ რაღას ნიშნავს? იქნებ არც თავისთვის უნდა და 
არც სხვისთვის ემეტება? 
- არ ვიცი... ერთი კია: იფანი დგას და ელოდება 
როდის აბობოქრდება მისი "ბატონი”... როდის 
მოელამუნება მისი ტალღები და საერთოდ: 
როდის გათავდება მისი ლოდინი...

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ჩანახატები | ნანახია: 1221 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]