ბედნიერება მინდა გაჩუქო. - 24 ნოემბერში 2011 - Sikvaruli.uCoz.NeT - სიყვარული
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 24 » ბედნიერება მინდა გაჩუქო.
11:59 AM
ბედნიერება მინდა გაჩუქო.



უსაყვარლესი  წიგნიდან



"სწორედ იმ წამს, როცა გულში ეს უჩვეულო- სიყვარულად სახელდებული გრძნობა გეწვევა,როცა შეიგრძნობ მის სიშლეგეს, აღტკინებას და ნეტარებას,მაშინ მიხვდები,როგორ უცვლია სამყაროს ფერი..” {ჯ. კრიშნამურტი}
 
"ცხოვრებისეული ბედნიერება პატარ-პატარა,ყოველდღიური წარმატებებითაა შეკოწიწებული.”{პემ ბრაუნი}
 
"თუნდაც სულ უმნიშვნელო საქმეში დახელოვნება შესაძლოა ენით უთქმელ ბედნიერებად გადაგექცეს.”{პემ ბრაუნი}
 
"ბედნიერია მეფეც და გლეხიც, თუ სამშობლოში სიმშვიდე ჰპოვა”{გოეთე}
 
"არც ისე ადვილია ბედნიერება ჰპოვო საკუთარ თავში; ოღონდ სხვაგან-სულაც შეუძლებელი.”{აგნეს რეპლიე}
 
"ყველა დიდი და წარმატებული ადამიანი ჯერ განსჯის, გონებაში იქმნის ხატს და საქმეს მერეღა შეუდგება: ამ ხატს აცოცხლებს- რაღაცას ამატებს, რაღაცას აკლებს, და მაინც ჯიუტად ქმნის თავისას….”{რობერტ კოლიე}
 
"ყოველ დილით მადლი შესწირე უFალს იმისთვის, რაღაც რომ გაქვს საკეთებელი, რასაც შენ გარდა ვერავინ გააკეთებს- სულ ერთია გახალისებს ეგ თუ არა.” yes { ჩარლზ კინგსლი}
 
"როცა არც გამოსავალი ჩანს და ყველაფერი შენ გიმხედრდება, როცა თითქოს მეტის ატანაც არ შეგიძლია, მაინც ნუ დაყრი ფარ-ხმალს -იცოდე, ბედის ჩარხი წაღმა სწორედ აქ და ახლა შეტრიალდება.” {ჰარიეტ ბიჩერ სტოუ}
 
"შენთან მოსული ისე არავინ გააბრუნო, ოდნავ მაინც უკეთესად და ბედნიერად არ იგრძნოს თავი; ყველას სიკეთე დაანახე-გამომეტყველებით, თვალებით ან ღიმილით.”{დედა ტერეზა}
 
"ყოველ ჩვენგანს ძალა შესწევს, სხვაც გააბედნიეროს… ხელის გაწვდენით, კეთილი მზერით.”{პემ ბრაუნი}
 
 
"სიცოცხლე მიყვარს. დროდადრო გაუსაძლისი კაეშანიც შემომწოლია, ოღონდ მუდამ კი მჯეროდა, რომ სიცოცხლე უკვე თავისთავად დიდი მადლია.”{აგატა კრისტი”
 
” ბედნიერება კაშკაშა მზეა, წყალში ჭყუმპალაობა,სილაში კოტრიალი,ნებაზე ყოფნა”{მიგან სიმონსი, 11 წლის}
"ბედნიერი იმიტომ ვარ, ჩიტები რომ მე მიმღერიან”{ჯოზეფინა 6 წლის kiss }
"როცა ირგვლივ ბედნიერებისკენ მიმავალი ამდენი გზაა, უცნაურია- რატომაა ზოგი ასე უჟმური?”{უენდი 12 წლის}
"ბედნიერება თბილი ხრაშუნა პურის ჩაკბეჩაა”{კლაივ გარლანდი 11 წლის}
"მე თვითონა ვარ ბედნიერება, როცა ჩემს გიტარაზე ვუკრავ.”{ელისონი 6 წლის}
"ბედნიერება-ღიპუკაში სითბო რო დაგივლის, ისაა.(ტრეისი 8 წლის}
"ბედნიერებაზე სულ გული მიჩუყდება.{ჰარინდერ ფიურვოლი 10 წლის}
 
"გასაოცარი, გასაოცარი,ყველაზე უფრო გასაოცარი, და კვლავაც- ძლიერ გასაოცარი, და კიდევ მეტი!{ უილიამ შექსპირი}
 
"თუ სამოთხეში სიცილი ამიკრძალეს, იქ არაფერი მესაქმება.” biggrin {მარტინ ლუთერი}
 
სიცოცხლე ხალისია
სიცოცხლე ბედნიერებაა
სიცოცხლე სიხარულია
სიცოცხლე სიყვარულია
სიცოცხლე მეგობრობაა
სიცოცხლე სიკეთეა
სიცოცხლე სიცილია
ო, სიცოცხლე მშვენიერიაა!!
{ელისონ ჰადარტი, 10 წლის}
 
 


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სიბრძნეები | ნანახია: 1698 | დაამატა: 27_MoPaRuLi_KoCnA | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]