ბედავ და ამბობ "მარტო ვარო"?! - 14 მარტში 2010 - Sikvaruli.uCoz.NeT - სიყვარული
მთავარი » 2010 » მარტი » 14 » ბედავ და ამბობ "მარტო ვარო"?!
0:07 AM
ბედავ და ამბობ "მარტო ვარო"?!
ბედავ და ამბობ "მარტო ვარო"?!.... თვალებს ხუჭავ და სიბნელეში ამბობ ხომ?!... საერთოდ იცი სიმარტოვე რას ნიშნავს?!... რა გრძნობაა?!.. როგორი ტკივილია?!... არ იცი!... არ იცი და ფანტაზიას შეეშვი.... მარტო არ ხარ!... უბრალოდ ის არ გაქცევს ყურადღებას და ჩათვალე რომ მსოფლიომ დაგივიწყა.... რომ შენს გარეშეც ასეთივე იქნება ცხოვრება... რომ არაფერი შეიცლება.... რომ ნული ხარ... 
საერთოდ არ ვფიქრობდი ესეთ სისულელეებზე... მაგრამ ერთ დღეს შემომაწვა დარდი და ვიტირე... დავფიქრდი... ცხოვრებაში ესე არ შემშინებია არასდროს!... თვალები დავხუჭე და... "რა მოხდება რომ არ ვარსებობდე?!... რომ გავქრე?!... ვის რა დააკლდება?!... არაფერი... არაფერი ხომ?!"... იცი?!... ჩემზე ბედნიერი მაგ დღეს არავინ იყო!... იცი რატომ?!... პირველად და უკანასკნელად დავსვი ეგ კითხვა... პასუხი გავეცი და ... ბედნიერი ვარ... რომ არ ვარსებობდე,მე ვერ ვნახავ სიცოცხლეს... იმ საჩუქარს,რომელიც ღმერთმა გვარგუნა... მე ვერ ვიქნებოდი ჩემს მშობლებთან,მეგობრებთან ერთად... იმ ადამიანებს ვერ გავიცნობდი,ვინც მიყვარს და ვისაც ვუყვარვარ... რომ გავქრე?!... მშობლებს გული დასწყდებათ... დაქალები დაღონდებიან... ბევრს ეწყინება ჩემი ღიმილის გაქრობა... ვის რა დააკლდება?!... მე დავაკლდები ყველას და ..... მე დამაკლდებიან ისინი... არაფერი კი არა ... ყველაფერი!... ამ ადამიანების გარეშე აქ კი არა,იქ არ მინდა ყოფნა... მინდა სულ ერთად ვიყოთ... მინდა ვხედავდე მათ ბედნიერ სახეებს... მათ ღიმილს... მათ ცრემლსაც კი.... მათ!... 
მარტო?!... მე არასდროს ვარ მარტო... შეიძლება ოთახში არავინ იყოს, მაგრამ სულით,გულით და ფიქრით ხომ არიან ჩემთან?!... ან... უფალი დაგავიწყდა?!... შენი ცხოვრების მძიმე წუთებში ხომ ხელში აყვანილს დაგატარებს... მარტო არასოდეს ხარ... ნუ აწყენინებ შენს მფარველ ანგელოზს... ისიც შენნაირი საყვარელია და შენნაირად ეტკინება გული... მარტო მაშინ აღმოჩნდები,როცა არავის გაახსენდები... როცა მე დამავიწყდები... მე კი არასოდეს დამავიწყდები... არ იფიქრო,რომ მარტო "იმის" გამო ხარ.... იფიქრე,რომ "ის" შენს გარეშეა მარტო... და ბევრს კარგავს... 
ანგელოზს ნუ აწყენინებ... უფალს ნუ ატკენ გულს უმადურობით... მეგობრებს ნუ ააცრემლებ... სიმარტოვეს ნუ ახსენებ,მაშინ,როცა ამდენს უყვარხარ...

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ჩანახატები | ნანახია: 563 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]